მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რთული კლიმატური პირობების გამო, ორგანული მეღვინეობა პრობლემების წინაშეა - „ანაპეა“

news image
mbc image

საოჯახო ბიზნესად ქცეული ორგანული ღვინის მეურნეობა „ანაპეა“ 2024 წელს ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს, რადგანაც 2023 წელს რთული კლიმატური პირობების გამო ვენახი დაზიანდა და შესაბამისად ყურძნის მოსავალიც შედარებით მცირე იყო. 

როგორც Business Insider Georgia -სთან „ანაპეას“ დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშეა თითქმის ყველა ორგანული მეღვინეობა. 

„2023 წელი ყველა მარნისთვის კატასტროფა იყო, რადგანაც მოსავლის 80%-ი დავკარგეთ. შესაბამისად ღვინოც გაქვს შედარებით ნაკლები, ვიდრე გვქონდა წინა წლებში.

2023 წელი ზოგადად რთული წელი იყო ვენახის დაავადების კუთხითაც, იყო წვიმიანიც. ამ ფონზე სავარაუდოდ ექსპორტიც შეგვიმცირდება“, - აღნიშნა ხატია დარგუაშვილმა.

„ანაპეა“ საკუთარი ღვინოების უდიდესი ნაწილი ექსპორტზე აშშ-ში გაქვს და ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ყიდის.

„ჩვენი ექსპორტი ძირითადად აშშ-ს სამ შტატში ხდება. ღვინო გაგვაქვს ასევე ევროპაშიც, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. თუმცა ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოვება გარდაუვალია.

ღვინოებს ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ვყიდით. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ მხოლოდ იმ სივრცეებში ვინც იცის რას ნიშნავს ნატურალური ღვინო, რამდენი შრომაა მასში ჩადებული და ვინც ფულსაც იხდის. სამწუხაროდ, საქართველოში მიღებულია, რომ ღვინოს იღებენ და შემდეგ ფულს აღარ იხდიან. ამიტომ ასეთ ობიექტებთან აღარ ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ასეთი ურთიერთობა მისაღები არ არის. ბიზნესი ორმხრივ თანამშრომლობაზე უნდა იყოს აგებული, რასაც ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა „ანაპეას“ დამფუძნებელმა. 

„ანაპეას“ ღვინოები წარმოდგენილია ასევე ონლაინ მაღაზია Veli store-ზეც. 

„ანაპეას“ ორგანული მეურნეობა 40-მდე იშვიათი, მივიწყებული, ვაზის ჯიშს აერთიანებს. 

„ორგანული მეურნეობა ვართ და ჩვენი ვენახი 20 ჰაზ-ეა გაშენებული და ჩვენივე ყურძნის გადამუშავებას ვახდენთ. სხვის ყურძენს არ ვიბარებთ. 10 სახეობის ღვინოს ვასხამთ.  გაქვს ვაზის 6 ძირითადი ჯიში და ასევე  40-მდე იშვიათი სახეობის ჯიშის ვენახი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივიწყებული ჯიშები მოვაგროვოთ და მაქსიმალურად მეტი ჯიში გვქონოდა წარმოდგენილი ჩვენს ვენახში და ამ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა  ხატია დარგუაშვილმა.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა