მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

„რთველისი“ აზიის ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს - კომპანიამ სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

2026 წლის ნოემბერში რთველისმა ჰონგ კონგსა და შანხაიში სამ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია წარადგინა. გამოფენების ფარგლებში გუნდი შეხვდა არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს და აზიის ბაზარზე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილა.

Hong Kong International Wine & Spirits Fair | 5–7 ნოემბერი

ჰონგ კონგში გამოფენის სტუმრები რთველისის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექციას გაეცნენ. პროდუქციის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა და პოტენციურ პარტნიორებთან გამართულმა შეხვედრებმა კომპანიას აზიის ბაზარზე ახალი საქმიანი კავშირების განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) | 5–10 ნოემბერი

შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რთველისმა საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები წარუდგინა. 6–10 ნოემბერს გუნდი შეხვდა როგორც არსებულ პარტნიორებს, ისე იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს. შეხვედრებზე კომპანიამ მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა.

ProWine Shanghai | 10–12 ნოემბერი

შანხაის ახალ საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში (SNIEC) რთველისმა საკუთარი კოლექცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის პროფესიონალებს წარუდგინა. კომპანიის სტენდთან გაიმართა მოლაპარაკებები იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

სამივე გამოფენაში მონაწილეობა რთველისისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აზიის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „რთველისი“ აზიის ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს - კომპანიამ სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

17.11.2026.14:00

2026 წლის ნოემბერში რთველისმა ჰონგ კონგსა და შანხაიში სამ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია წარადგინა. გამოფენების ფარგლებში გუნდი შეხვდა არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს და აზიის ბაზარზე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილა.

Hong Kong International Wine & Spirits Fair | 5–7 ნოემბერი

ჰონგ კონგში გამოფენის სტუმრები რთველისის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექციას გაეცნენ. პროდუქციის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა და პოტენციურ პარტნიორებთან გამართულმა შეხვედრებმა კომპანიას აზიის ბაზარზე ახალი საქმიანი კავშირების განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) | 5–10 ნოემბერი

შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რთველისმა საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები წარუდგინა. 6–10 ნოემბერს გუნდი შეხვდა როგორც არსებულ პარტნიორებს, ისე იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს. შეხვედრებზე კომპანიამ მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა.

ProWine Shanghai | 10–12 ნოემბერი

შანხაის ახალ საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში (SNIEC) რთველისმა საკუთარი კოლექცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის პროფესიონალებს წარუდგინა. კომპანიის სტენდთან გაიმართა მოლაპარაკებები იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

სამივე გამოფენაში მონაწილეობა რთველისისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აზიის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა