„რთველისის" ღვინოებმა Decanter World Wine Awards-ზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„რთველისის“ ღვინოებმა Decanter World Wine Awards-ზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის ბრენდის განვითარების მენეჯერმა კატო დედაბრიშვილმა განუცხადა.
„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ღვინის კონკურსზე -Decanter World Wine Awards-ზე „რთველისის“ ოთხმა ღვინომ ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასება მიიღეს: საფერავი პრემიუმმა, ყვარელმა, ალექსანდროულმა და ხიხვი ქვევრმა, რომლებმაც ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ხარისხის, ტრადიციებისა და მუდმივი განვითარების მიმართ. თითოეული მედალი ჩვენი მეღვინეებისა და მთელი გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის საერთაშორისო აღიარების შედეგია.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჯიშებითა და ტრადიციული მეღვინეობის მეთოდებით შექმნილი ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს და საერთაშორისო ექსპერტების მაღალ შეფასებას იმსახურებს.
„რთველისის“ ღვინოებს საერთაშორისო მასშტაბით არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორებიცაა:
Decanter World Wine Awards, Mundus Vini, Asia Wine Trophy, IWSC, London Wine Competition, International Wine Award, Hong Kong International Wine & Spirit Competition და Sakura Wine Awards.

წლების განმავლობაში ჩვენი ღვინოები არაერთხელ დაჯილდოვდა პლატინის, ოქროსა და ვერცხლის მედლებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მაღალ ხარისხს, ქართული მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებასა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჯიშებითა და ტრადიციული მეღვინეობის მეთოდებით შექმნილი ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს და საერთაშორისო ექსპერტების მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნავს კატო დედაბრიშვილი.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო. „რთველისი“ ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.
სხვა სიახლეები
Robo Coder - 2026–2027 სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობებით
09.09.2026.18:00
2026-2027 სასწავლო წელს ტექნოლოგიური განათლების ცენტრი ROBO Coder ახალი იდეებითა და მიმართულებებით ხვდება. ცენტრი აგრძელებს უკვე წარმატებული პროგრამების განვითარებას და ამავდროულად ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო ბექაურს ესაუბრა.
”ROBO Coder-ის პროგრამებში წელს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პროგრამირებასა და თამაშების შექმნას. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მოიფიქრონ თამაშის იდეა, შექმნან პერსონაჟები და თამაშის მექანიკა და საკუთარი იდეა რეალურ ციფრულ პროდუქტად აქციონ.
ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Robo Coder Anywhere - მობილური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ROBO Coder-ის გუნდი თავად მივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბავშვებს ადგილზე შესთავაზებს რობოტიკისა და პროგრამირების გაკვეთილებს. ამგვარად, თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება უფრო მეტი ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
2026–2027 სასწავლო წლის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ინტერესი შეინიშნება როგორც ROBO Coder-ის მოქმედი მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც სწავლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ასევე ახალი მოსწავლეების მხრიდანაც.
მოთხოვნა სხვადასხვა ასაკობრივ მიმართულებაზეა - 3-5 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი კურსებიდან 10-15 წლის მოზარდებისთვის პროგრამირებისა და თამაშების შექმნის კურსებამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიმართ ინტერესი ბავშვების სხვადასხვა ასაკში იზრდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად Robo Coder-ის სასწავლო პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტიც. ცენტრის მიზანია, ბავშვებმა AI მხოლოდ მზა ინსტრუმენტის სახით არ გამოიყენონ. ისინი სწავლობენ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკუთარი იდეების განვითარებისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ეს პროცესი თამაშების შექმნისას ხდება, როდესაც ბავშვი თავად არის იდეის ავტორი, ხოლო AI მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების დამატებითი ინსტრუმენტია.
ამასთან, ROBO Coder აგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რომლითაც ცენტრმა წლების განმავლობაში ბევრი ბავშვის ინტერესი მოიპოვა - Lego რობოტოტექნიკა. ტრადიციული კურსები კვლავ რჩება სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად. რეალური მოდელების აწყობა ბავშვებს ეხმარება წვრილი მოტორიკის, სივრცითი აზროვნების, ყურადღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.
თუმცა Robo Coder-ისთვის ტრადიციების შენარჩუნება განვითარებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. პირიქით - ცენტრის მთავარი მიზანია, პრაქტიკული სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუკავშიროს.
2026–2027 სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. Robo Coder-ის მიზანია, შეინარჩუნოს ის, რაც ბავშვებისთვის საინტერესო და ეფექტურია, და ამავდროულად მუდმივად დაამატოს ახალი მიმართულებები.
სამომავლოდ Robo Coder-ის ხედვაა, განვითარდეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი შემქმნელებიც ხდებიან“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.