„რთველისის“ უსახელოური საუკეთესო წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოდ დასახელდა
„რთველისის“ უსახელოურმა 2026 წლის საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე სამი ჯილდო მოიპოვა: ოქროს მედალი MUNDUS VINI-ზე, ოქროს მედალი Berlin Wine Trophy-ზე და ამავე კონკურსის განსაკუთრებული ტიტული „საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო“ (BEST RED WINE, SEMI SWEET).
ღვინო ოყურეშში მოწეული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის, უსახელოურის ყურძნით არის დამზადებული. მისი გამორჩეული ხასიათი ადგილწარმოშობასა და ჯიშის უნიკალურ თვისებებს უკავშირდება.
ღვინო წარმოებულია ლიმიტირებული რაოდენობით და ძალიან მალე მიდი გაყიდვაც დაიწყება.
MUNDUS VINI 2026-ზე უსახელოური „რთველისის“ იმ ოთხ ღვინოს შორის იყო, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს. Berlin Wine Trophy 2026-ზე მიღებულ ოქროს მედალს კი საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის ტიტულიც დაემატა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.