მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Ruso’s ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს - ახალი კონცეფცია და გაზრდილი ასორტიმენტი

news image
mbc image

Ruso's დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ და ვიზუალურად გამორჩეულ ტკბილეულს სთავაზობს. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, რუსო დაუშვილი, ესაუბრა.

როგორ აფასებთ კომპანიის მიმდინარე შედეგებს და როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში?

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ. აქამდე მხოლოდ ონლაინ ვმუშაობდით და დესერტების დაგემოვნება მომხმარებელს ონლაინ გამოძახებით შეეძლო. მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ გვინდა, მხოლოდ იმ სეგმენტით არ შემოვიფარგლოთ, რომელსაც გამოძახების სერვისით ვფარავთ და მომხმარებლებს ფიზიკურ სივრცეშიც შევთავაზოთ პროდუქცია.

მაღაზიაში შესაძლებელი იქნება ყველა სახეობის ქილის დესერტის შეძენის და არამხოლოდ. ვფიქრობ, სიახლე იქნება თავად კონცეფციაც - დიდი ტორტებისა და სხვადასხვა დესერტის პორციებად, ქილებში შეთავაზება. მინდა, რომ ქილის დესერტები თვითმომსახურების პრინციპით, ქსელური მარკეტის მსგავსად იყოს წარმოდგენილი.

ამასთან, დიდ შეკვეთებსა და ტორტებზეც ვმუშაობთ. ვამზადებთ 100-150 კაციან ტირამისუს ტორტებს, რადგან ტირამისუს ტორტებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მჯერა, რომ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ჩაფიქრებული მაქვს.

ამჟამად, რემონტის პროცესი მიმდინარეობს. მაღაზია ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გაიხსნება და გახსნამდე მომხმარებლებს ეტაპობრივად მივაწვდით სრულ ინფორმაციას.

როგორ განვითარდა Ruso’s-ის ასორტიმენტი და რა ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავთ?

თავდაპირველად ყველაფერი სამი დესერტით დაიწყო. პირველი იყო ბასკური ჩიზქეიქი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღემდე გვყავს მომხმარებლები, რომლებიც გახსნის დღიდან გვწერენ და აღნიშნავენ, რომ ეს დესერტი განსაკუთრებით უყვართ.

ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ასორტიმენტის გაზრდა. ქილის დესერტი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მაგალითად, თუ მარწყვის ტორტი მოგინდება, აღარ გიწევს დიდი ტორტის შეძენა და შეგიძლია მხოლოდ ერთი პორცია აიღო.

ამ ეტაპზე შვიდამდე სახეობის ქილის დესერტი გვაქვს. ასევე დავამატეთ დიდი შეფუთვის ტირამისუები და ვგეგმავთ კექსების ნაირსახეობების დამატებას. ამჟამად ერთი სახეობის, ლიმონის კექსი გვაქვს, თუმცა ახალი პროდუქტების დამატება პროცესშია.

ასევე ვაპირებთ სნექების დამატებას და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. მოთხოვნის შესაბამისად, ასორტიმენტს საკმაოდ სწრაფად ვზრდით.

რა მიმართულებებზე და სიახლეებზე გააკეთებთ აქცენტს წლის დარჩენილ პერიოდში?

ძალიან ვემზადები იმისთვის, რომ მაღაზია საახალწლოდ გავხსნათ და მომხმარებლებს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი დესერტებიც შევთავაზოთ.

ჯერჯერობით დეტალებს არ გავამხელ, რადგან მუშაობის პროცესში ვართ, თუმცა მინდა, ქართული დესერტებისთვისაც ისეთი მიწოდების ფორმა შევქმნათ, რომელიც მათ გემოს შეინარჩუნებს და მომხმარებლისთვის ამავდროულად სიახლე იქნება. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ საახალწლოდ ახალი, ამ პერიოდისთვის განკუთვნილი დესერტები შევთავაზოთ მომხმარებლებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა