Ryanair-ი საბერძნეთში, თესალონიკის ბაზას მაღალი გადასახადების გამო დახურავს - მიზეზები ვრცლად
Ryanair ზამთრის სეზონზე საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის აეროპორტში ოპერაციულ ბაზას დახურავს და ქალაქიდან და ქალაქისკენ ფრენების რაოდენობას შეამცირებს. ამის მიზეზად აეროპორტის ოპერატორ Fraport Greece-ის მიერ წლიური გადასახადების ზრდა სახელდება, - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა პარასკევს.
ათენში ჟურნალისტებთან საუბრისას Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასა და Fraport Greece -ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება. მისი თქმით, კომპანიამ საბერძნეთის რამდენიმე აეროპორტში გადასახადები გაზარდა.
„Fraport Greece აგრძელებს გადასახადების ზრდას, რომლებიც ახლა უკვე პანდემიამდელ დონეს 66%-ით აღემატება,“ - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, Fraport Greece-მა განაცხადა, რომ სრულიად უსაფუძვლოა ნებისმიერი მტკიცება, თითქოს Ryanair-ის გადაწყვეტილება აეროპორტის გადასახადებს ან საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აეროპორტის განვითარების მოსაკრებელს (ADF) უკავშირდება.
„თესალონიკის მაკედონიის აეროპორტში ზამთრის ოპერაციების შემცირების გადაწყვეტილება სრულად უკავშირდება Ryanair-ის კომერციულ სტრატეგიას, ბიზნესმოდელსა და მომგებიანობის გათვლებს,“ - აღნიშნულია კომპანიის პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
TOP 5 ავიაკომპანია 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
20.10.2026.11:00
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2026 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ავიაკომპანია გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი - რეგისტრაციის თარიღია 20/01/2017. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე. თორნიკე ქორთოშიძე, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული პრეზიდენტი. ედისონ ფიფია, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვებისა და კონტრაქტების მიმართულებით. დავით ხატიაშვილი, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი. საფრენოსნო მიმართულებით არჩილ ხოჯელანი, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
შპს კამექს ეარლაინს - რეგისტრაციის თარიღია 12/10/2021.