მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

news image
mbc image

საერთაშორისო ავტორიტეტული სააგენტოს - S&P Global-ის მიხედვით, თიბისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოწინავეა ევროპულ საბანკო სექტორში. ანალიტიკურ სტატიაში S&P Global-ი განიხილავს თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) წარმატებულად დანერგვის მაგალითს. საერთაშორისო სააგენტო თიბისის გამოცდილებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ბანკის ტექნოლოგიური განვითარების შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ ისაუბრა. ანალიტიკური სტატია ეხება იმ ბანკებს, რომლებიც AI-ს აქტიურად იყენებენ ოპერაციული მოქნილობის, ფინანსური შედეგებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში თიბისი დასახელებულია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა: ბრიტანული Lloyds და Standard Chartered PLC, ასევე ნიდერლანდური ING Groep.

S&P Global წერს, რომ, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ მზარდი ინტერესისა, ევროპაში ბანკების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ადაპტირება და მისი დანერგვით ფინანსური სარგებლის მიღება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადრეული ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, თიბისიმ წარმატებით შეძლო უზბეკეთის ბაზარზე პირველი ციფრული ბანკის შექმნა, სადაც უკვე 6 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.  

S&P Global-თან ინტერვიუში თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ, AI ინტეგრაციის მხრივ წარმატებული მიმართულებები დაასახელა:

“თიბისი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურად სამართავად. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, დღეს, კორპორატიული სესხების გაცემისას, პროცესების 60-70% ციფრულად სრულდება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრად სწრაფად ვაანალიზებთ ინდუსტრიების პოტენციალს, ვაფასებთ პარტნიორებს და მათს ფინანსურ შედეგებს. ავტომატიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს მათზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, სადაც გათვალისწინებულია კომპანიის ფინანსური საჭირობები. შედეგად, ვიღებთ მეტად პერსონიფიცირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა