საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა - „აწარმოე საქართველოში"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქს“-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ბაზარზე „სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა, 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია. სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის პროცესი მოიცავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების შეფასებას, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.
„პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში. მას შემდეგ, რაც Alshaya Group საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სააგენტო კომპანიასთან ერთად ოფიციალურ, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური
06.06.2026.12:54
Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.
GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“