სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, მილანში გამართულ MIPEL-ზე მონაწილეობა 12 კომპანიამ მიიღო
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "MIPEL", საქართველოდან მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კომპანიამ. მათ შორის იყო ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gepherrini.
MIPEL-ი, ევროპაში, ჩანთების ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ Gepherrini უკვე მეექვსედ მონაწილეობს ამ პრესტიჟულ გამოფენაში. ბრენდისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გაიცნოს ახალი პარტნიორები, დაამყაროს საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობები და ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გაიტანოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.