სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 24 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 იყო წარმოდგენილი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 24 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 იყო წარმოდგენილი.
გამოფენა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა. იგი საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა.
GULFOOD ყოველწლიურად 5000-ზე მეტ მონაწილესა და 100 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაზე ვიზიტორების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.
ქართული დელეგაცია ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: თხილი და თხილის პროდუქტები, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ხორცპროდუქტები და სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.