სააღდგომო სამზადისი Wolt-თან ერთად: სპეციალური ფასები და შეთავაზებები 13 აპრილამდე
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt სპეციალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო სამზადისი კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. კამპანია 31 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით მოქმედებს და აერთიანებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიაში.
კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს დახვდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები წამყვანი პარტნიორი ობიექტებისგან. მათ შორის, Wolt Market-ში ხელმისაწვდომი იქნება 40%-მდე ფასდაკლებები ყველაზე მოთხოვნად სააღდგომო პროდუქტებზე, როგორიცაა კვერცხი, პასკა, ჩაქაფულის ინგრედიენტები და სხვა ყოველდღიური პროდუქცია. Wolt Market-ში აცხადებენ, რომ სააღდგომოდ ისინი მომხმარებლებს ქალაქში საუკეთესო ფასებს შეთავაზებენ შესაბამის კატეგორიებზე.
გარდა ამისა, სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან Carrefour და Europroduct, სადაც მომხმარებლებს ელოდებათ 50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტზე.
სააღდგომო სამზადისისთვის მოდი უბრალოდ ვოლტი - ამ ქუდის ქვეშ ერთიანდება სააღდგომო შეთავაზებები Wolt-ის პლატფორმაზე. აქ მომხმარებლებს დახვდება დამატებითი შეთავაზებები სხვა პარტნიორებისგან, რაც საშუალებას აძლევს მათ, ერთ სივრცეში იპოვონ ყველაფერი, რაც სააღდგომო სუფრისთვის სჭირდებათ და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით სხვადასხვა კატეგორიაში.
Wolt აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის განვითარებას და სადღესასწაულო პერიოდშიც უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და კომფორტულ მომსახურეობას ერთ აპლიკაციაში.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.