საახალწლოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე - ,,ზარბაზანი"
Zarbazani Wine & Beauty საახალწლოდ მომხმარებლებს ჰპირდება 50%-იან ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე Businee Insider Georgia -თან ამბობს, ამ დროისთვის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს სასაჩუქრე ნაკრებები, რომელიც ქართული საჩუქრის საუკეთესო ალტერნატივაა.
,,ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს მაღალი სტანდარტი, ხარისხიანია და უნიკალური. საახალწლო პერიოდი კი განსაკუთრებული დროა სიახლისა და სიურპრიზისთვის, რის გამოც გადავწყვიტეთ მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლება შევთავაზოთ სრულ ასორტიმენტზე. ,,ზარბაზანის" ღვინის კოსმეტიკა დამზადებულია 100 %-ით ნატურალური ინგრედიენტებით, არის პრემიალური ხარისხის და რაც მთავარია, წარმოებულია საქართველოში. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატებს, ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია შესაბამისობის სერტიფიკატით. პროდუქციის ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ქართველი ტექნოლოგების მიერ ორგანული ბაზები აყვანილია პარფიუმერულ პროდუქტამდე", - განმარტავს ნანა დავითაძე.
ბრენდის უნიკალური დიზაინი შექმნილია ქართველი, ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ხელოვანის მიერ.
საახალწლო ფასდაკლება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.