მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საახალწლოდ სანელებლების წარმოება რეკორდულად გავზარდეთ - როგორ ხვდება „ოჯახური“ ახალ წელს

news image
mbc image

სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ აცხადებს, რომ საახალწლო პერიოდში წარმოების მოცულობა რეკორდულად გაზარდა, რათა დააკმაყოფილოს უპრეცედენტო მოთხოვნა სადღესასწაულო სანელებლებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმო წინასაახალწლოდ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ხოლო წარმოების პროცესები მაქსიმალურად არის მორგებული გაზრდილ მოთხოვნაზე.

„წინასაახალწლოდ საწარმო დატვირთული რეჟიმით მუშაობს. განსაკუთრებულად გავზარდეთ ისეთი საახალწლო სუნელ-სანელებლების წარმოება, როგორიცაა საცივის საკმაზი, ხორციანი კერძების საკმაზი, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი და წითელი წიწაკა.

ამასთან, რეგიონებში მიწოდების ქსელიც სრულად დატვირთულია, რათა ლოჯისტიკური პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს. როგორც ყოველ წელს, წელსაც მოგვიწია დამატებითი სამუშაო რესურსის ჩართვა თანამშრომლების სახით“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ოჯახურში“ აღნიშნავენ, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი სანელებლების განსაკუთრებული როლი საახალწლო კერძების მომზადების პროცესში.

„ვფიქრობთ, რომ საახალწლო სუფრა სანელებლების გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე. ეს მხოლოდ წარმოების გაზრდა არ არის ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი, მცირედი, თუმცა გემრიელი წვლილი თითოეული ქართული ოჯახის სადღესასწაულო განწყობის შექმნაში“, - აცხადებს ქართული სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანიის „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა