სააქციო ნაკრები - „გორგიას“ კამპანია ევროპის ჩემპიონატისთვის
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებული ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მასში საქართველოს ნაკრების ისტორიული მონაწილეობა კი მღელვარებას უფრო ზრდის. ამ მიმართულებით აქტიურობენ კომპანიებიც და კამპანიებს ფეხბურთის თემატიკის გარშემო გეგმავენ.
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მომხმარებელს გამორჩეული აქციები შესთავაზა. თემატიკა, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატია, სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი- დიმა ობოლაძე. მრავალფეროვანია გორგიას სააქციო ნაკრების შემადგენლობა: ტელევიზორი, მაცივარი, კონდიციონერი, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ავეჯი. ეს უნიკალური შეთავაზება განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა გრილად, კომფორტულად და ხარისხიანად სურს.
ეს არის „გორგიას“ კრეატიული შეთავაზება - საჭირო დროს და საჭირო მომენტში.
სპეციალური სააქციო ნაკრების ფარგლებში „გორგია“ საკუთარ მომხმარებლებს ისეთ ნივთებს სთავაზობს, რომლებიც ტელევიზორთან თუ დიდ მონიტორზე ფეხბურთის ყურებისთვისა და ნაკრების გულშემატკივრობისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა სააქციო შეთავაზებაშია ასევე ტელევიზორიც, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი და საჭირო ნივთი იქნება.
მაშ ასე, "გორგიას" სააქციო ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც ეტაპობრივად შეიცვლება და მოედანს ძირითად მოთამაშეებთან ერთად სათადარიგო მოთამაშეებიც შეუერთდებიან.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.