საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზიის ბაზრის მონიტორინგის შედეგები პოზიტიურად იმოქმედებს დაგეგმილ რეფორმებზე - ირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა - ,დაზღვევა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართლაც, ხელშესახებია ის პროგრესი, რასაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში მიაღწია. ვფიქრობ, ეს ამ სექტორში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მინდა ყველს მოგილოცოთ დაზღვევის დღე და გისურვოთ წარმატებები. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქმეების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა, აქედან 4 მათგანში დარღვევა დადგინდა. თემები ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო შემთხვევებს. მოკვლევების ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები - შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურებასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ორგანიზაციებთან მიმართებაში საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული იქნა რეკომენდაცია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი" პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ამავე პერიოდში, დასრულდა ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია საბაკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი და ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში ჩვენი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთობლივად ვმონაწილეობთ და ვაორგანიზებთ საკონფერენციო პლატფორმებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტატუსით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის,'' - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ღონისძიება გახსნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ: ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; თამარ მახარაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; პაატა კვიჟინაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; დავით სონღულაშვილი - პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.
ღონისძიებაზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 10 წლის საქმიანობის შედეგები იქნა წარმოდგენილი. ასევე, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - „Commentary on Georgian Insurance Law" „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი".
დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი". ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.