საბანკო სექტორის დეპოზიტები მზარდია
საბანკო სექტორის დეპოზიტები მზარდია. დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 371.9 მლნ ლარით გაიზარდა და 58.3 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა 13.4%-ით გაიზარდა.
დეკემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 13.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობების ლარიზაცია 0.6%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 34%-ით გაიზარდა და 26.39 მლრდ ლარი შეადგინა.
დეკემბრის მონაცემებით, ლარის ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 38.23% -ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად 29.5%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.