საბანკო სექტორი ერთ-ერთი დინამიური, განსაკუთრებული და განვითარებადია მთელი რეგიონის მასშტაბით - არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა საბანკო სექტორთან მიმართებაში, სადაც იყო წარმოდგენილი, როგორც რეგულატორი, ასოციაცია, ბანკი და ასევე, საგადასახადო სისტემის წარმომადგენელი Mastercard-ის სახით. შესაბამისად, სხვადასხვა პერსპექტივა იქნა წარმოდგენილი, რაც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან საბანკო სექტორი ერთ-ერთი დინამიური, განსაკუთრებული და განვითარებადი სექტორია მთელი რეგიონის მასშტაბით. „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი იძენს მზარდ მნიშვნელობას ვინაიდან, დამსწრე საზოგადოებაც ფართოვდება და შესაბამისად, სხვადასხვა სექტორის მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვა ხდება“,-განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.
სხვა სიახლეები
რა სიახლეებით ხვდება Bodbe Hotel ზაფხულის სეზონს
21.05.2026.10:00
BODBE Hotel კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და წარმატებით ემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia BODBE Hotel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
რა არის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები Bodbe Hotel-ში?
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ორი ახალი სივრცის გახსნაა, რომლებიც სტუმრების გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და გამორჩეულს გახდის.
პირველი არის - ღვინის მარანი - სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც გამორჩეული ქართული ღვინის ნიმუშები, ისე ადგილობრივი და უცხოური ღვინის მრავალფეროვანი კოლექცია. მარანში გაიმართება ღვინის დეგუსტაციები, თემატური საღამოები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს უფრო ახლოს გაეცნონ ღვინოს და ღვინის კულტურას.
მეორე სიახლეა ახალი Pizza Bar, რომელიც ღია აუზის ტერიტორიაზე იხსნება. სივრცე სტუმრებს შესთავაზებს პიცების, სენდვიჩების, სალათების, გამაგრილებელი სასმელებისა და განსაკუთრებული კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანს. ეს ზაფხულის სეზონისა და აუზის სივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლე იქნება.
როგორ ხვდებით ახალ ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე პერიოდზე?
ახალ ტურისტულ სეზონს ძალიან პოზიტიური მოლოდინებით ვხვდებით. ვხედავთ, როგორც ტურისტული აქტივობის ზრდას, ისე ინტერესის მატებას კახეთის რეგიონის მიმართ.
სასტუმრო „ბოდბეს“ ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი ესთეტიკური და მშვიდი გარემო განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ სრულფასოვან განტვირთვას, სიმშვიდესა და ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებულ დასვენების გამოცდილებას.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კვლავ მაღალი ხარისხის სერვისის შენარჩუნება და სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაა.
როგორია ჯავშნების დინამიკა სეზონის დაწყების ფონზე და შეინიშნება თუ არა
ზრდა?
სეზონის დაწყების ფონზე ჯავშნების დინამიკა აშკარად მზარდია. აქტიურია საერთაშორისო ტურისტების ნაკადიც, თუმცა ადგილობრივი ტურიზმიც კვლავ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ვხედავთ გაზრდილ ინტერესს როგორც ინდივიდუალური მოგზაურების, ისე ოჯახური და მცირე ჯგუფების მხრიდან. ასევე იზრდება მოთხოვნა ღვინის და გასტრონომიულ გამოცდილებებთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე.
რომელი ტიპის სტუმრები ჭარბობენ თქვენი დაკვირვებით - ადგილობრივი თუ
საერთაშორისო?
ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, იზრდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც, თუმცა ადგილობრივი სტუმრები Bodbe Hotel-ისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტად რჩება.
ადგილობრივი ვიზიტორებისთვის სასტუმრო ხშირად წარმოადგენს როგორც დასვენების, ისე განსაკუთრებული ღონისძიებებისა და weekend getaway-ის მიმართულებას, ხოლო საერთაშორისო სტუმრებისთვის - შესაძლებლობას, აღმოაჩინონ კახეთი, ქართული ღვინო და კულტურა.
იგეგმება თუ არა სამომავლოდ ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის ან
შეთავაზებების დამატება?
Bodbe Hotel მუდმივად მუშაობს ახალი გამოცდილებებისა და სერვისების განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, სასტუმრო იყოს არა მხოლოდ განთავსების ადგილი, არამედ მრავალფეროვანი ემოციებისა და გამოცდილებების სივრცე.
სამომავლოდაც იგეგმება როგორც ახალი გასტრონომიული და ღვინის მიმართულებების განვითარება, ისე დამატებითი აქტივობებისა და შეთავაზებების შექმნა, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს სტუმრების გამოცდილებას ყველა სეზონზე.