მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Uniki ახალ სივრცეს ხსნის

news image
mbc image

,,უნიკი" არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის პატარებისთვის კომფორტულ სამოსს და ფეხსაცმელს. კომპანია ბაზარზე უკვე 6 წელია, რაც ოპერირებს. კომპანიის სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე, Business Insider Georgia -ს ბრენდის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი ესაუბრა.

„ბაზარზე ვართ უკვე 6 წელია. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეორე შვილი დაიბადა და მსგავსი ტიპის სამოსის საჭიროება დამიდგა. მომხმარებლებს, ვთავაზობთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ასაკობრივი კატეგორია  ძირითადად არის 6-7 წლამდე, თუმცა შეკვეთით ცოტა დიდ, 10 წლამდე ზომებსაც ვკერავთ. ჩვენი ძირითადი ასორტიმენტი შედგება შემდეგი პროდუქციისგან: კაბები, კომბინიზონები, რომპერები და ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

პროდუქცია იწარმოება ნატურალური მასალით, მიწოდება ხდება საკმაოდ ოპერატიულად.

„95% ალბათ, თუ არ ჩავთვლით გაფორმებას ვიყენებთ ნატურალურ ქსოვილებს. ფეხსაცმელიც ნატურალური მასალით იკერება. გვაქვს მოდელები,  რომლებიც ითვალისწინებს პირველი ნაბიჯების რეკომენდაციებს. ვამზადებთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც ლამაზიც არის, ჯანსაღიც  და ხარისხიანიც. ძირითადად, ქართული ბრენდები ,,პრე - ორდერზე" მუშაობენ  ანუ შეკვეთის მიხედვით კერავენ. ჩვენ,  ძირითადად მარაგებს ვკერავთ ან როცა მომხმარებელი გვიკეთავს 1-2 დღეში უკვე მისამართზე აქვს ნივთი თუ არ არის შედარებით მიუდგომელ რეგიონში. დიდ ქალაქებში მეორე დღეს ჩადის გაგზავნილი ამანათი. თბილისში იმავე დღეს ხდება მიწოდება და მიწოდების სერვისი ფასებში შეგვყავს და მომხმარებლისთვის არის უფასო“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

2024 წელი კომპანიისთვის სირთულეებით სავსე წელი აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია.

„ჩვენთვის საკმაოდ რთული წელი იყო. რეგიონში, შეგვექმნა მუშა ხელის კერძოდ კი მკერავების პრობლემა.  ჩვენს შემთხვვაში, სპეციალური ცოდნაა საჭირო და ამ ცოდნით კადრის პოვნა რეგიონში არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ დაგვიდგა ის ეტაპი, რომ უნდა განვახორციელოთ გარკვეული ლოკაციური ცვლილებები. სხვა შემთხვევაში, მიწოდება ჩამოგვრჩება მნიშვნელოვნად უკან იმიტომ რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი.

კომპანიის მთავარი მიზანი წარმოების გაზრდაა. გარდა ამისა, აქტიურად იგეგემბა ლოკაციის ცვლილება და ახალი სივრცის გახსნა.

„წარმოების კრიზისის გამო ექსპორტის მიმართულებით გაჩერებულები ვიყავით. ფაქტობრივად, არაფერი გაგვიკეთებია. გამოფენებსაც აღარ დავესწარით იმიტომ რომ აქაურ ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებდით და შესაბამისად, ექსპორტზე მუშაობა არარელევანტური იყო. ამიტომ არანაირი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. მხოლოდ საცალო გაყიდვები. წარმოების გაზრდა არის 2025 წლის მთავარი მიზანი. ახალ სივრცეს ვამატებთ, სადაც გადმოვა წარმოების ნაწილი,  შოურუმი და სივრცე ფოტოსესიებისთვის. ლოკაციურად, ვერაზე იქნება სივრცე, თარხნიშვილის ქუჩაზე. სამკერვალო ისე განთავსდება, რომ ადამიანი,  როცა მოვა შოურუმში კერვის პროცესსაც დაესწრება. მაგალითად, ბავშვთან ერთად დედა რომ მოვა, ბავშვს შეუძლია ნახოს როგორ იკერება მისი კაბა. შესაძლებლობა ექნება თვალი ადევნოს წარმოების პროცესს და ასევე ფოტო მომსახურებითაც ისარგებლოს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა