მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად გადის ზღვარი ექსკლუზიურ შეთანხმებას და კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას შორის

news image
mbc image

დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღები ექსკლუზიური შეთანხმებების მიღწევაა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კომპანიის უპირატესობა კონკურენტებზე. მიუხედავად ამისა, ხშირად რთულია მისი კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებისაგან გამიჯვნა. სად გადის ზღვარი ექსკლუზიურ შეთანხმებასა და კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას შორის და როდის აზიანებს ხელშეკრულება ჯანსაღ კონკურენციას? „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რა არის ექსკლუზიური შეთანხმება?

ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კომპანიებს შორის ექსკლუზიურ დათქმებზე დაფუძნებული ურთიერთობები წარმოადგენს. როგორც წესი, ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას. ექსკლუზიური შეთანხმების მაგალითია ექსკლუზიური სავაჭრო პირობების დადგენა (ფასდაკლება, სპეციალური შეთავაზებები), ლოიალურობის პროგრამები და სხვა შეღავათები. მაგალითად,  კონკურენციის სააგენტოს უახლეს გადაწყვეტილებაში (სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმე) სადავო იყო შეთანხმება, რომლითაც კომპანია მხოლოდ ერთ სავაჭრო პარტნიორს ანიჭებდა ექსკლუზიური ფასდაკლების სახით უპირატესობას. 

რა შემთხვევაშია ექსკლუზიური შეთანხმება კანონსაწინააღმდეგო?

ექსკლუზიური ხელშეკრულებები შესაძლოა ჯანსაღი კონკურენტული გარემოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ზღვარი ხელშეკრულების დადების თავისუფლებასა და კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებას შორის გადის იქ, სადაც შეთანხმებას მოსდევს კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.   „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტით აკრძალულია სწორედ ისეთი ხელშეკრულების დადება, ქმედების განხორციელება ან გადაწყვეტილების მიღება,  რომლის მიზანია/შედეგია ზემოხსენებული კონკურენციის შეზღუდვა. მაგალითისათვის, ასეთი ქმედებაა: ფასების ფიქსირება, ბაზრების სხვადასხვა ნიშნით განაწილება, ერთსა და იმავე ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, არარელევანტური დამატებითი ვალდებულებების დადგენა  ხელშეკრულების მხარისათვის და ა.შ.

საქართველოში მსგავსი შეთანხმებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. იმისათვის, რომ შეთანხმებას არ ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, აუცილებელია, ბიზნესმა გაითვალისწინოს  სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა.

„დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმეში კონკურენციის სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველად მიიჩნია სახელმწიფო ტენდერში მონაწილე ბიზნეს სუბიექტებსა და „იშვიათი ენების“ (ბანგლადეშური, ჰინდი, ურდუ, სინჰალა და სხვ.,) სპეციალისტთან დადებული ექსკლუზიური შეთანხმება, რომელიც ამ უკანასკნელს უკრძალავდა მათ კონკურენტებთან თანამშრომლობას.

 

ასევე, „კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმეში“ სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია სადისტრიბუციო კომპანიასა და კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზატორს შორის კინოთეატრის ბილეთების „ექსკლუზიური მიწოდების“ თაობაზე ნებათა თანხვედრა.

რა საგამონაკლისო წესებს ითვალისწინებს კანონმდებლობა?

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკონომიკურ აგენტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კანონსაწინააღმდეგო ექსკლუზიური შეთანხმებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

  • კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმებები - ეს საგამონაკლისო წესი  დაფუძნებულია ხელშეკრულების მხარეთა საბაზრო წილებზე. ითვლება, რომ თუ შეთანხმებაში მონაწილე კომპანიის საბაზრო წილი მინიმალურ ზღვარს არ აღემატება, მათი ქმედება ბაზარზე არსებით ზეგავლენას ვერ იქონიებს. მინიმალური ზღვარია: ჰორიზონტალური შეთანხმების შემთხვევაში - 10% (ერთობლივად), ვერტიკალური შეთანხმების შემთხვევაში - 15% (ინდივიდუალურად).
  • მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისები - აღნიშნული საფუძველი უკავშირდება იმ დადებით ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც შესაძლოა შედეგად ჰქონდეს ექსკლუზიურ შეთანხმებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილების თანახმად, გამონაკლისები ვრცელდება: ტექნოლოგიური ტრანსფერის, სპეციალიზაციის, საერთო კვლევების წარმოების შესახებ ხელშეკრულებებზე. მაგალითად,  კანონსაწინააღმდეგოდ არ მიიჩნევა ექსკლუზიური შეთანხმებები, რომლებიც უკავშირდება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი სათადარიგო ნაწილების ყიდვა-გაყიდვას, შემდგომ რეალიზაციას, ავტოტრანსპორტის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას და ა.შ.

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების დადგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებსჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის წლიური ბრუნვის 5 პროცენტს. კანონი განსაზღვრავს სანქციის მაქსიმალურ ოდენობას, ხოლო მისი ზუსტი რაოდენობის დადგენა ხდება სააგენტოს მიერ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ექსკლუზიური შეთანხმებები კანონიერია, თუ მათი მიზანი/შედეგი არ არის კონკურენციის შეზღუდვა და შეესაბამება კანონით დადგენილ გამონაკლისებს. ზემოთ მოყვანილი მაგალითების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციების თავიდან აცილება და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა