მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად გაიყიდება და რა ეღირება ლაგოდეხში მოყვანილი ესპანური ჯიშის პორციული საზამთრო

news image
mbc image

კომპანია GDB-ის პარტნიორმა, ფერმერმა ივა ჭყონიამ კახეთში, ლაგოდეხში, სუბტროპიკულ ზონაში საზამთროს წარმოება მეორე წელია დაიწყო.

ესაა ესპანური „სანდისიმას“ (sandissima) რამდენიმე სახეობა, რომელიც განსაკუთრებული გემოს მქონე, მცირე ზომის (portion size), თხელკანიანი, უკურკო პროდუქტია.

როგორც  ივა ჭყონიამ Business Insider Georgia-თან თქვა, საზამთრო ორ ჰექტარზე აქვთ გაშენებული და პირველი სატესტო წელი წარმატებული აღმოჩნდა.

 „საქართველოში, პარტნიორთან – Rijk Zwaan-თან ერთად, პირველებმა დავიწყეთ ესპანური ჯიშის “სანდისიმას” ჯიშების მოყვანა. ესენია ამალტეა (შავი, თხელი კანით), კონგიტა (შავი, portion size), მორგანი (მოგრძო ზომის), ვანიკაი (უკურკო). ეს არის პორციული ზომის საზამთრო 2-დან 4-კილომდე, რომელსაც ექნება ინდივიდუალური შეფუთვა და სამარკო ნიშანი“, - ამბობს ივა ჭყონია. 

მისივე თქმით, წარმოების სტანდარტები უმაღლეს დონეზეა დაცული და კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ Global GAP-ის სერტიფიკატი აიღო. „რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის წარმოებისას ყველა სტანდარტი დაცულია“.  

კომპანია GDB-ი დაახლოებით პორციული საზამთროს 70 ტონა მოსავალს ელოდება. მისივე თქმით, კომპანიას საზამთროს გაყიდვის პრობლემა არ ექნება.

„ჩვენ გვაქვს კონტრაქტი სამ ქსელთან - კარფური, აგროჰაბი და გუდვილი, სადაც პროდუქციის მიწოდება მოხდება“. 

ამასთან,ჭყონია ამბობს, რომ მათი კონკურენტები ადგილობრივი ფერმერები არიან, თუმცა ბაზრის მოცულობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველას აქვს თავისი ნიშა. 

პორციული საზამთროს გასაყიდი ღირებულება ბაზარზე  სავარაუდოდ, 2.50 ლარიდან 3 ლარამდე იქნება

„ვფიქრობ,პორციულ საზამთროებზე მოთხოვნა მზარდია და 6-7 წელიწადში ბაზარზე სრულად ჩაანაცვლებს სტანდარტულ ჯიშებს“, - ამბობს ივა ჭყონია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა