სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება
წლის ბოლო გვიახლოვდება, ხარჯები იზრდება და ასეთ დროს განსაკუთრებით საჭირო ხდება დამატებით ფინანსურ რესურსებთან წვდომა.
სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, ექსპრეს ლომბარდში ოქროს სანაცვლოდ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი შეფასება შეგიძლია მიიღო! ეს ის რეალობაა, რომლის გადამოწმება თავადაც მარტივად შეგიძლია.
Expresslombard.ge-ზე წარმოდგენილი ონლაინ კალკულატორი ზუსტად გაჩვენებს იმ თანხას, რომლის მიღებას ნივთების სანაცვლოდ შეძლებ.
რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდის ფილიალებში ნივთების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთი არ ზიანდება, არ იქლიბება და არ კარგავს თავდაპირველ სახეს.
უსაფრთხოებასთან ერთად, ექსპრეს ლომბარდში კომფორტული გარემო დაგხვდება, რომელიც კვირის ნებისმიერ დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7-ზეა ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39 | *3939
expresslombard.ge/ka
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.