მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? - გაეცანით საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებებს

news image
mbc image

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოსეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

27 აგვისტოდან ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი EUROBASKET 2025 აიღებს სტარტს - ტურნირი ოთხ ქვეყანაში (კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში) გაიმართება. საქართველოსსაკალათბურთო ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. პირველ ტურში 28 აგვისტოსალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის გრანდს, ესპანეთსდაუპირისპირდება.

წინ მღელვარე და ემოციური დღეები გველის, თამაშების ყურების საუკეთესო მომენტი კი სხვებისთვისგაზიარებული გამარჯვების სიხარულია, თითოეული მოპოვებული ქულა, დაძაბული მომენტი გაერთიანებსყველასთან, ვისაც შენსავით უყვარს სპორტი.

თუ შენც გინდა მეგობრებს გაუზიარო ემოციები და დიდ ეკრანზე უყურო ყველაზე საინტერესო და დაძაბულსაკალათბურთო ჩემპიონატს, აუცილებლად დაგაინტერესებს საქართველოს ბანკის შეთავაზება. სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე გამორჩეული პაბი განსაკუთრებით ემზადება EUROBASKET-ისთვის, დიდეკრანთან  ერთად აქ დაგხვდება კომფორტულად მოწყობილი სივრცეები და საგულშემატკივრო განწყობა.PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სასურველ ნივთებსა და სერვისებში.

პაბები, სადაც თამაშის დღეებში გაათმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ და დასამახსოვრებელ დღეებსგაატარებ მეგობრებთან ერთად: 

თბილისი

  • დუბლინი
  • კრაფტ გრილი და ლუდი
  • ალხანაიძე
  • პაბ 44 
  • Pub Atonelze

ბათუმი

  • კრეატორია  
  • კრაფტ ფუდი
  • არენა პაბი

 

ქუთაისი

  • კრომბახერი
  • Marys Irish Pub 

თუ თამაშების ყურებას სახლში გირჩევნია, Wolt-ის ქეშბექი დაგეხმარება საგულშემატკივრო გარემოსშექმნაში: თამაშის პერიოდში WOLT-ის შერჩეული კატეგორიიდან გამოძახებისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) Wolt-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება. 

ასე რომ, მოემზადე დაძაბული თამაშებისთვის, უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებსდა გაუზიარე ემოციები საყვარელ ადამიანებს. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა