მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

სადაზღვევო ბაზარზე ძირითადად 6-7 აქტიური მოთამაშეა, რომლებიც ბაზრის ძირითად კონიუნქტურას ქმნიან - მიხეილ ჯაფარიძე

news image
mbc image

სადაზღვევო ბაზარზე 6-7 მოთამაშეა ძირითადად აქტიური, რომელიც ბაზრის ძირითად კონიუქტურას ქმნის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„კონკურენციას არ ვუჩივით, 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა 6-7 მოთამაშე არის ძირითადად აქტიური, რომელიც ბაზრის ძირითად კონიუნქტურას, ძირითად პროდუქტებს ქმნის და ძირითად სერვისებს აწვდის მოცულობითი და ფინანსური შემოსავლის კუთხითაც და შემდეგ ანაზღაურების კუთხითაც ეს არის ძირითადი ბაზრის წილი. რა უშლის ხელს? ბევრი რაღაც არის ცხადია, მაგრამ ჩვენ გვიხარია ის რომ ეკონომიკის ზრდაზე მეტად უნდა ვვითარდებოდეთ, რადგან ჩვენ დაბალი საბაზო წერტილებიდან ვიწყებთ, მაგრამ სავალდებულო დაზღვევა ეს ძალიან ცნობილი თემა, რომელზეც მუდმივად თქვენც გვეკითხებით ხოლმე ჩვენც და ზოგადად არის ცნობადობა ზრდის და შემდგომ არის ხოლმე რომ ადამიანი თვითონ ფიქრობს თუ ეს სახეობა მაქვს და მუშაობს მოდი რატომ სხვა სახეობა შეიძლება არ ვიყიდო და დღევანდელი ლოგიკა საუბრის დასაწყისში როგორც გითხარით არის ის რომ ამისთვის თანხა არ მრჩება, ჯობს სხვა რაღაც ვიყიდო. სინამდვილეში აი აქ არის ხოლმე ცნობიერების შეცვლა საჭირო და ვცდილობთ ამაზე ვიმუშაოთ. ერთი ნიუანსიც არის, თუ ადამიანს ერთხელ მაინც დაზღვევა აქვს ნაყიდი და შემთხვევა ჰქონია, იმას პირიქით გრძნობა უჩნდება უკვე რომ აღარ უნდა დაზღვევის გარეშე ან ავტომობილი მართოს ან თვითონ იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდეს ან სამოგზაუროდ გაფრინდეს ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე ან მაგალითად აი ექსპორტზე საუბრობდით წეღან თქვენ და ტვირთების დაზღვევა საჭიროა ანუ მე თუ ექსპორტზე ვუშვებ რაღაცას ის როგორ შეიძლება, ჩემი რისკია იქამდე რომ არ ჩავიდეს ბიზნესს სერიოზული პრობლემა აქვს და ნებისმიერი ტვირთი, ერთი ტვირთიც შეიძლება ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეული იყოს იმის გზაში განადგურება და კაპიკები ჯდება რეალურად ძალიან იაფი ჯდება დაზღვევა.

100 000$ - იანი ტვირთი რომ გააგზავნოს ვიღაცამ დაახლოებით ჯდება 250$, რაც უბრალოდ რომ გადათვალოთ რა საპირწონე რისკი უდგას იმიტომ რომ ის 100 000 ტვირთი ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის საკმაოდ მოწყვლადია ანუ იმის განადგურება შეიძლება იწვევდეს სერიოზულ პრობლემას შეიძლება ხანდახან ეგზისტენციალურს ბიზნესისთვის. ამიტომ ისინი მაგაზე არ ფიქრობენ. როგორც წესი ამ კუთხით ნამდვილად აზღვევენ“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

13.11.2026.12:00

UFC-ის ჩემპიონი დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.

16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.

რაზე საუბრობს ილია თოფურია

ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა. თოფურია ყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.

დაბრუნება და შემდეგი ბრძოლა. საბოლოო სამედიცინო გამოკვლევები იანვარში ექნება, რის შემდეგაც სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება. მისი მიზანი გეიჯისთან რევანშია.

ალექსანდრე თოფურია. ილია აფასებს ძმის კარიერას, მის როლს საკუთარ კუთხეში და აცხადებს, რომ დოჰაში გასამართი ბრძოლის შემდეგ სანდრო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქართველო და ესპანეთი. თოფურიამ ბოლო თვე საქართველოში გაატარა და აცხადებს, რომ ბევრად უფრო ხშირად დაბრუნდება, მათ შორის საქართველოში სპორტული დარბაზის გასახსნელად. საუბრობს ორ სამშობლოზე, ესპანეთის მიმართ მადლიერებასა და ამერიკაში ცხოვრებაზე.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ლა გაძეტა დელო სპორტ საქართველოს იუთუბ არხზე.

იხილეთ არხის ბმული: La Gazzetta dello sport Georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა