სადაზღვევო კომპანიების მოგებაში ძალიან დიდი წილი უჭირავს ე.წ. საინვესტიციო შემოსავალს - მიხეილ ჯაფარიძე
საქართველოში სადაზღვევო ბაზარზე 19 კომპანია ოპერირებს და მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სექტორი ჯერ კიდევ მცირე ზომისაა, - ამის შესახებ „არდის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძე ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების მოგების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი საინვესტიციო შემოსავლებზე მოდის, ხოლო წმინდა სადაზღვევო მარჟები შედარებით მოკრძალებულია, რაც ბაზრის განვითარების სპეციფიკას ასახავს.
„საქართველოში 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. იმ ფონზე, როდესაც ბაზარი ჯერ კიდევ პატარაა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები არ გვაქვს, კონკურენცია ძალიან მაღალია.
იმ ფონზე, როდესაც 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, ცხადია, ეს არ არის მცირე მაჩვენებელი. ჩვენ თითქმის იმდენივე სადაზღვევო კომპანია გვყავს, რამდენიც ბანკია, თუმცა საბანკო სისტემა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე სადაზღვევო სექტორი.
ამის დასტურია თავად სადაზღვევო მარჟაც (ე.წ. კომბინირებული ზარალიანობა), რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია. სადაზღვევო კომპანიების მოგებაში ძალიან დიდი წილი უჭირავს ე.წ. საინვესტიციო შემოსავალს - მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დეპოზიტებიდან მიღებული სარგებელი. ეს სახსრები აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობისა და საზედამხედველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მოგებაში სწორედ ამ აქტივების გენერირებული თანხების კონტრიბუციაა გადამწყვეტი. თუ ამ შემოსავალს გამოვყოფთ, დავინახავთ, რომ უშუალოდ სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული მარჟა საკმაოდ მცირეა", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ