მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

news image

ციფრულ სამყაროში, სადაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, მომხმარებლები ყოველდღიურად უფრო მარტივ და მოქნილ გამოცდილებას ელიან. სწორედ, ამ საჭიროებებს პასუხობს თიბისის მობაილბანკი - სივრცე, სადაც ყოველდღიური ფინანსური სერვისები ერთიანდება და რამდენიმე წამში ხდება ხელმისაწვდომი. დღეს, მობაილბანკი მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს - აპლიკაციაში უკვე ინტეგრირებულია სადაზღვევო პროდუქტები, რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას ფინანსური და ყოველდღიური საკითხები ერთ სივრცეში მართონ - სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

მობაილბანკში სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურება რამდენიმე წამში, ახალი პროდუქტის დამატებითაა შესაძლებელი. აქვე, დამატებით დაფარვებსაც შეიძენ ისეთი მოულოდნელი შემთხვევებისგან დასაზღვევად, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, მოგზაურობის გაუქმება/გადადება ან საბუთის დაკარგვა.

რადგან მომხმარებელი უკვე ავტორიზებულია მობაილბანკში, მისი პერსონალური მონაცემების ველი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ავტომატურად ივსება, რაც ასევე ძალიან კომფორტულია.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მობაილბანკში, ანუ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იმ იდეით ჩაშენდა, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსური სერვისები და ხარჯები ერთ სივრცეში, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

მომხმარებელს მხოლოდ მანქანის სახელმწიფო ნომრის შეყვანა სჭირდება. სისტემა თავად უკავშირდება ბაზებს, ამოწმებს მანქანის მონაცემებს და რამდენიმე წამში ითვლის ინდივიდუალურ ტარიფს.

მომხმარებელს არ სჭირდება სხვადასხვა საიტზე რეგისტრაცია, პაროლების დამახსოვრება და ახალი აპლიკაციების გადმოწერა დაზღვევის შესაძენად. მობაილბანკი ამ ფუნქციონალსაც მოიცავს.

ქონების დაზღვევა მობაილბანკში კომფორტისა და მშვიდად ცხოვრების გარანტიაა. მომხმარებლებს შეუძლიათ მობაილბანკიდან რამდენიმე წამში, ზედმეტი ეტაპების გარეშე დააზღვიონ ბინა - მნიშვნელობა არ აქვს, თავად ცხოვრობენ თუ გაქირავებული აქვთ. ქონების დაზღვევა თვეში მხოლოდ 12 ლარიდან - ზარალი ყველა შემთხვევაში აგინაზღაურდებათ.

პოლისის ფარგლებში, მომხმარებლები დააზღვევენ კონსტრუქციულ ელემენტებს, შიდა მოპირკეთებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს.

თიბისის მობაილბანკის განახლების თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული ციფრული გამოცდილება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ ეკოსისტემის განვითარებისკენ, სადაც ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება, მარტივად ხელმისაწვდომია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ხევსურული ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია და საერთაშორისო ინტერესი l ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე

28.05.2026.14:00

„ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა“ ქართული ტრადიციული ხელსაქმისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებული პროექტია, რომელიც ხევსურული ორნამენტისა და ნაქარგობის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ბრენდის მთავარი მიმართულება ტრადიციული „ნაჭრელას“ თანამედროვე ფორმებში გადატანა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციაა. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მანანა მჭედლიშვილს ესაუბრა.

„ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ გასულ წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარვადგინე ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებისთვის. განხილვის შემდეგ სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თავად კულტურული მნიშვნელობის ფაქტი ფართოდ გაშუქდა და საზოგადოების უფრო ფართო წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამის შემდეგ გაიზარდა ინტერესი არა მხოლოდ კულტურული და ეთნოგრაფიული მიმართულებით, არამედ ზოგადადაც - გაჩნდა სურვილი, რომ ეს ტრადიცია უფრო მეტად დამკვიდრდეს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გამოყენებაში.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართულებას, გამიჩნდა ინტერესი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მეტად მოდის სფეროს დავუკავშირო. ვგულისხმობ როგორც კოლაბორაციის გაგრძელებას ერთ კომპანიასთან, ასევე სხვა მიმართულებებზე მუშაობასაც. მუდმივად ვცდილობ მომხმარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზო. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებ.

ჩემს საქმეში ამ დრომდე მარტო ვარ - ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ბევრს უბრალოდ არ ჰყოფნის ნებისყოფა, ამ სფეროში მუშაობის.

ამასთან, აქტიურად ვცდილობ, ძველი ხევსურული ჩაცმულობის ის დეტალები აღვადგინო, რომლებიც ფაქტობრივად დაკარგულია. ამ შემთხვევაში ძველ ხევსურულ ქუდს ვგულისხმობ. რეალურად, ავთენტური ხევსურული ქუდი სრულიად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რაც დღეს ბაზარზეა გავრცელებული და რასაც ხშირად უბრალოდ მოქარგულ ხევსურულ ქუდად მოიხსენიებენ.

ამ ეტაპზე რამდენიმე მუზეუმთან მაქვს კომუნიკაცია და ვცდილობ, ძველი ნიმუშები მოვიძიო. მომხმარებლის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინტერესია - უკვე რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და მკითხა, ვამზადებ თუ არა ძველი ნიმუშის ხევსურულ ქუდებს, რადგან შეძენა სურთ“, - აღნიშნავს მანანა მჭედლიშვილი.

ბრენდის მიმართ ინტერესი დიდია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან.

„გასულ შემოდგომაზე დამიკავშირდა საქართველოში ერთ-ერთი მილანური კომპანიის წარმომადგენელი. როგორც გაიკრვა ეს არის საკმაოდ დიდ საწარმო, რომელიც ტანსაცმელს როგორც ხელნაკეთი, ისე ტექნოლოგიური ნაქარგობის გამოყენებით აწარმოებს. მათ შეხვედრისას ჩემი ნიმუშები ვაჩვენე, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

სადემონსტრაციოდ რამდენიმე ნამუშევარი წარვუდგინე და იმდენად მოეწონათ, რომ მათი სრულად შეძენის სურვილი გამოთქვეს. მოგვიანებით, სახლშიც მესტუმრნენ, სადაც დამატებით შეარჩიეს რამდენიმე ნამუშევარი. განსაკუთრებით მოეწონათ როგორც დიზაინი და ორნამენტები, ისე ფერები და მთლიანად ხევსურული ესთეტიკა.
ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, მით უფრო, რომ სტუმრებს შორის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელიც იყვნენ. მათი მხრიდან ასეთი ინტერესი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად სასიამოვნო აღმოჩნდა. მათ მილანიდან სპეციალურად ტურნეს ფარგლებში ჩამოსულებს, განსაკუთრებულად მოეწონათ ხევსურული ორნამენტები, დიზაინი და ფერთა გადაწყვეტები.

რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებას, ვფიქრობ, მომავალში ისევ მოდის სფეროსთან კოლაბორაციის გზით განვვითარდე, რადგან დამოუკიდებლად ასეთ მასშტაბზე მუშაობა საკმაოდ რთულია ეს სრულიად სხვა რესურსს მოითხოვს “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა