მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2026 წელს, სადაზღვევო სექტორში 14 - 15%-იან ზრდას ველოდებით - ,,არდის" გენერალური დირექტორი

news image
mbc image

"2026 წელს სადაზღვევო სექტორში 14-15%-იან ზრდას ველოდებით" - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ინდუსტრია სტაბილურად ვითარდებოდა და კოვიდის შემდგომ პერიოდში დარჩენილი ტურბულენტობა, მათ შორის ინფლაციური ზეწოლა სამედიცინო და ავტოდაზღვევის მიმართულებით, შედარებით დასტაბილურდა.

"2025 წლის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი სადაზღვევო სექტორისთვის კარგი წელი იყო. ბაზარს დაახლოებით 12%-იანი ზრდა ჰქონდა. ჩვენს სექტორს ასეთი მიდგომა აქვს, თუ მშპ-სთან შედარებით უფრო მეტად ვიზრდებით, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში იმაზე მეტი წვლილი შეგვაქვს, ვიდრე თავად მშპ-ს ზრდის ტემპია. აქედან გამომდინარე, გასული წელი მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან  ის ტურბულენტობა, რაც ფასებთან მიმართებაში პოსტკოვიდურ პერიოდს ახლდა - თავდაპირველად სამედიცინო, შემდეგ კი ავტო დაზღვევის კუთხით - შარშანდელმა წელმა 2023-2024 წლებთან შედარებით საგრძნობლად დაასტაბილურა.

წელს 14-15%-იან ზრდას ველოდებით. პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით ამის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ზუსტ შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან ისინი ჯერ არ გამოქვეყნებულა“ - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა