მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სადაზღვევო ზარალების ანალიზი: ვინ რამდენი აანაზღაურა

news image
mbc image

2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ლიდერობს. ირკვევა, რომ იანვარ-ივნისში კომპანიას 73 მლნ ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწია, მაშინ როდესაც 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 57.1 მლნ ლარით დონეზე იყო. ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით რეიტინგში მეორე პოზიციაზე თიბისი დაზღვევაა, რომელსაც წლის პირველ ნახევარში 55 მლნ ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწია.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს გაცილებით ნაკლები ზარალის ანაზღაურება მოუწიათ.

სულ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 2024 ექვსი  თვე - 415 მლნ ლარი, ხოლო  2025 ექვსი თვე 363 მლნ ლარი.


ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით TOP 5 კომპანია:


ჯიპიაი - 73 მლნ ლარი;

თიბისი - 55 მლნ ლარი;

ალდაგი - 45 მლნ ლარი;

იმედი L - 43 მლნ ლარი;

არდი - 33  მლნ ლარი;

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა