სადღესასწაულოდ „ზარბაზანმა“ ბაზარზე სასაჩუქრე ბოქსები გამოიტანა
Business Insuder Georgia-თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე ამბობს, რომ სარვამარტოდ, როგორც ყველა დღესასწაულზე ვგეგმავთ 50%-იან ფასდაკლებას.
„სპეციალურად ქალბატონებისთვის გვაქვს ორ და ოთხ კომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრებები. ასევე ფასდაკლებები იქნება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში: „ავერსში“, „ფარმ სახლში“, ონლაინგაყიდვებსა და ა.შ. ორკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრების შემთხვევაში შერჩეულია გამორჩეული დიზაინის ყუთი, ხოლო თავად ნაკრები მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს და შესაბამისად 50%-იანი სადღესასწაულო ფასდაკლებით ისარგებლებს“, - ამბობს ნანა დავითიძე.
„ზარბაზანი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ღვინის კოსმეტიკას აწარმოებს და საზღვარგარეთ გააქვს.
4 დასახელების ღვინისგან - ხვანჭკარა, რქაწითელი, საფერავი და ოჯალეში, „,ზარბაზანი" 25 სახის პროდუქტს ქმნის. მათ შორისაა შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.
ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული.საწყისი ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.