„საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სუფთა გარემოსა და ჯანსაღ პროდუქტთან"– BAG
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „მედ დიაგნოსტიკას" საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალურ გახსნას. ლაბორატორია გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და ანალიზებით, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით და სიზუსტით ტარდება და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის მიმართულებებს, რომელზეც 500-მდე კვლევას სთავაზობს, როგორც ბიზნეს სექტორსა და ფერმერებს, ასევე კერძო პირებს.
ლაბორატორიის კვალიფიციური პერსონალი ნიმუშის აღებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და ობიექტზე ახორციელებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებსა და კვლევებს სთავაზობს, რაც თავის მხრივ, გამორჩეულს ხდის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მომხმარებელს სთავაზობს სურსათის უვნებლობის (HACCP) მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, როგორც სასმელ წყალზე, ზედაპირულ და მინერალურ წყლებზე, ასევე ხორცეულისა და ძეხვეულის ნაწარმზე, რძის პროდუქტსა და კარაქზე.
ლაბორატორიაში ხორციელდება პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის დეტალური კვლევა. ის, ასევე გამოირჩევა სრული ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ნიადაგის კვლევით, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და დამაბინძურებლების და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალური შესწავლითა და ანალიზით.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის მომსახურება გათვლილია კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებსა და სასტუმროებზე, საწარმოებზე, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე, ასევე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიულ მიმართულებებზე.
„ეს არის ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი პროექტი, რომლის წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი საქმიანობისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსთვის. ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში აგრარული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომხმარებელს მაღალპროფესიული სერვისები შევთავაზოთ, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოსა და საკვებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ლაბორატორიას შეუძლია პოზიტიური წვლილის შეტანა, როგორც ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში" განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.
„ვულოცავთ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას, მის დამფუძნებლებსა და გუნდს ამ დიდ წარმატებას, ის სამი მიმართულება, რომელზეც ლაბორატორია ფოკუსირდება პირდაპირ კავშირშია სუფთა გარემოსა და ჯანსაღ პროდუქტთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის. გარდა ამისა აღსანიშნავია, ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ჩაიდო და რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.