მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - თორნიკე სულაბერიძე

news image
mbc image

თუ აქამდე მხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრაზე ვიყავით ორიენტირებული და, ვთქვათ, ჩვენს მიზანს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის სირთულეების მოგვარება წარმოადგენდა, დღეს ჩვენი ფოკუსი უკვე ერთიანი ეკოსისტემის განვითარებაზეა მიმართული და არა რომელიმე ცალკეული ქვეკომპონენტის პრობლემის მოგვარებაზე, - აცხადებს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით,  ფრაგმენტირებულად ეკოსისტემა წინ ვერ წავა. თორნიკე სულებერიძის თქმით, ტექნოლოგიური სექტორის გარშემო სხვადასხვა მიმართულებისა და მოთამაშის გაერთიანება ტექნოლოგიების ასოციაციის მთავარი ამოცანაა. 

„ეკონომიკურ ზრდაში საკმაოდ დიდი არის ტექნოლოგიური სექტორის წილი. და ეს წლიდან წლამდე არის მზარდი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით საერთაშორისო ბაზარზე. ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე არის ამ მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი ერთ-ერთი მოთამაშე, მეტყველებს იმაზე, რომ სწორი გარემოსა და ეკოსისტემის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ამისათვის საჭირო არის, რომ მოხდეს უფრო უკეთესი კორდინაცია. 

ის, რომ აქამდე პროცესები დაქსაქსული იყო, არ არსებობდა ერთიანი ხმა და საქართველო ერთიანად არ პოზიციონირებდა, როგორც ტექნოლოგიური ჰაბი, ამ მიზნის მიღწევისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. გვაქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საქართველო მოწინავე ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნად ვაქციოთ.

 ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა ერთიანი გზავნილითა და კოორდინირებულად იმოქმედონ. აუცილებელია ეროვნულ დონეზე მოხდეს იმის გააზრება, რომ ტექნოლოგიები საქართველოს პრიორიტეტული სექტორია. როგორც ეს სხვა მიმართულებების, მაგალითად, ტურიზმის, მეღვინეობისა და სხვათა შემთხვევაში მოხდა, ტექნოლოგიების სექტორიც ეროვნულ დონეზე უნდა იქნეს გააზრებული, რაც შემდგომში ერთიან სტრატეგიად ჩამოყალიბდება. ამასთანავე, პროცესში კერძო სექტორის მხრიდანაც ანალოგიური მიდგომა და გაცნობიერებაა საჭირო.

არსებობს მრავალი ქვეყნის, მაგალითად, ისრაელისა და სხვათა მაგალითი, როდესაც ბიზნესში ინდივიდუალური ინტერესები, რა თქმა უნდა, ყოველთვის წინა პლანზე დგას, თუმცა იქვე გააცნობიერეს - თუ ქვეყნის, როგორც ტექნოლოგიების მთავარი მიმწოდებლის პოპულარიზაცია მოხდება, ამით თითოეული კომპანიაც იხეირებს და ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.

სწორედ ამ იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რადგან ამ ერთიანი ჯაჭვისა და თითოეული მოთამაშის ჩართულობის გარეშე, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს

06.07.2026.18:48

„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.

მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა