საერთაშორისო ექსპატებს გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 გამოცდილების გაზიარების დიდ პლატფორმას სთავაზობს
საქართველო საერთაშორისო ექსპატებისთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. ამას დიდწილად ინოვაციური სტარტაპების, საინვესტიციო ინიციატივებისა და ტექნოლოგიური ჰაბების ყოველწლიური ზრდა განაპირობებს. რეგიონში მიზიდულობის ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მზარდი კონტრიბუტორია მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი, რომელიც წელს 19-21 ივნისს ჩატარდება და 10.000-ზე მეტ საერთაშორისო პროფესიონალს ნეთვორქინგისა და ახალი ცოდნის მიღების უნიკალურ საშუალებას მისცემს.
მათთვის, ვინც დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მუშაობს, სიმყარის განცდა მნიშვნელოვანია. მუდმივი რელოკაციის პირობებში კი ამ სტაბილურობის შეგრძნებას საერთაშორისო კავშირების შენება იძლევა. ინდივიდუალურ პროფესიონალებს თუ გუნდებს, რომლებსაც სურთ პირადად გაიცნონ ინვესტორები, სტარტაპის დამფუძნებლები, პროგრამისტები, არტისტები, დიზაინერები თუ სხვა პროფესიის ადამიანები, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი წლის მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენაზე დასასწრებად ეპატიჟება.
ზუსტად რა დახვდება ექსპატს Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე?
ეს არის სამდღიანი ღონისძიებების სერია, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარების თავისუფალ პლატფორმას სთავაზობს. მოძრაობის სახელში სიტყვა “ტექნოლოგიური” ფიგურირებს, მაგრამ ის არ იკეტება ვიწრო დეფინიციაში და რეალურად 10 მიმართულებას მოიცავს:
• ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
• ფინტექი და ბანკინგი
• ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
• ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
• ვიდეოთამაშები და eSports
• კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
• ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
• ჯანმრთელობის ტექნოლოგიები
• მედია და ციფრული მარკეტინგი
• ხელოვნება და კულტურა
დღეს ტექნოლოგიას უკვე ყველა სფეროში იყენებენ, მითუმეტეს, ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტექსტში. სწორედ ამ ტენდენციის გამო არ არის შეზღუდული პროგრამაში წარმოდგენილი ინდუსტრიები – აქ მოდის დიზაინერებს და ტურიზმის მენეჯერებსაც ისევე ეთმობათ დრო, როგორც ბლოკჩეინ სისტემების ან ციფრული ბანკინგის არქიტექტორებს.
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 პარასკევს, 19 ივნისს, Side-Events დღით დაიწყება და 21 ივნისს, კვირას, კულტურული გამოცდილებების ღონისძიებითა და დახურვის ცერემონიით დასრულდება. მთავარი ღონისძიება კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს შენობაში გაიმართება, რომელიც დღეს Factory Tbilisi-ს სახელით არის ცნობილი და დედაქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული ცენტრია.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური შეკრებისთვის დედაქალაქი 20 ივნისს ემზადება. ამ დღეს Factory Tbilisi სექტორულ პავილიონებად და ხუთ სცენად დაიყოფა, სადაც ყველა ინტერესის ადამიანი იპოვის სათავისო აქტივობას, როგორიცაა: კლასიკური კონფერენციის, Keynote მოხსენების ან Fire-Side Chat საუბრის მოსმენა, ნეთვორქინგ ზონებში დროის გატარება, არტ ინსტალაციების დათვალიერება, ინტერაქციული გამოცდილებების მიღება ან უბრალოდ ცივ ლუდთან ერთად საფეხბურთო მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება.
ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოს იქ წარმოდგენილი ბრენდების მრავალფეროვნება ხდის: Google, Dolce & Gabbana, Meta, Monday.com, Nike, Amber, Amazon – ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია 150-ზე მეტი კომპანიისა, რომელთა წარმომადგენლებიც ღონისძიებაზე სცენას დაიკავებენ. სრული პროგრამა იხილეთ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე.
რატომ არ უნდა გამოტოვონ ექსპატებმა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026?
საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სახელი საერთაშორისო ექსპატების კომუნაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი რელოკაციის ადგილი. აქ შეიძლება რომელიმე სოციალურ სივრცეში შემთხვევით გაიცნოთ ამსტერდამიდან დროებით გადმოსული პროგრამისტი, რომელიც თავის ციფრულ ბიზნესს თბილისიდან მართავს. ან თქვენს სამეზობლოში გახსნილ ფოტოგრაფიის გალერიაში ამერიკელ არტ დირექტორს გამოელაპარაკოთ, ვინც შთაგონება საქართველოს უნიკალურ ლანდშაფტებში ან თბილისში ავთენტურად შენარჩუნებულ შენობებსა თუ სადარბაზოებში იპოვა და ამიტომ გადაწყვიტა დარჩენა. ასეთი ადამიანი აქ უკვე ათასობითაა – გლობალ ტექ ვიქენდზე კი მათი გაცნობის უნიკალური შანსი გექნებათ.
ამასთან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ექსპატები საქართველოს ირჩევენ მოხერხებული საშემოსავლო სისტემაა. ინდივიდუალურ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრუნვაზე მხოლოდ 1%-იანი საგადასახადო განაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. ვირტუალური ზონისა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსით მოქმედი IT კომპანიები კი სარგებლობენ ისეთი საგადასახადო შეღავათებით, რომელთა ანალოგსაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრ ბაზარზე ვერ შეხვდებით.
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ნეთვორქინგ ზონებში, რომელიც სამივე დღეს იქნება მოწყობილი, რელოკაციით დაინტერესებულ ყველა მეწარმეს ექნება საშუალება საქართველოში გადმოსვლის პერსპექტივა უკვე წარმატებული ექსპატების პირადი ისტორიებით აწონ-დაწონოს და სამომავლო ნაბიჯები უფრო გათვითცნობიერებულად გადადგას.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია პლატფორმებზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live
მოძრაობის შესახებ დამატებით ინფორმაციას კი GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებზე იპოვით:
სხვა სიახლეები
N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია
14.07.2026.20:15
„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.
„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.
როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ
http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]
მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.
საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.