მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი

news image
mbc image

Kursi.ge-მ, საქართველოს ციფრულმა ვალუტის კონვერტაციის პლატფორმამ, დაფინანსება მოიზიდა Symbiotics-ისგან - გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი შვეიცარული პლატფორმისგან, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს.

ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია Kursi.ge-სთვის, რადგან წარმოადგენს კომპანიის პირველ დაფინანსების შეთანხმებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან. ამავდროულად, იგი ასახავს საერთაშორისო ნდობის ზრდას საქართველოს ფინტექ სექტორისა და იმ ციფრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომობას, ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას აუმჯობესებს.

Symbiotics-ს აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა სტრუქტურებთან, რომლებიც ფინანსურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს განვითარებად ბაზრებზე. აღნიშნული გარიგების შედეგად, Kursi.ge გახდა ერთ-ერთი ფინტექ კომპანია, რომელიც Symbiotics-ის პარტნიორთა ქსელს შეუერთდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური პლატფორმების მზარდ როლს თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში.

Kursi.ge-სთვის მოზიდული დაფინანსება ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ ზრდას და გააძლიერებს მის შესაძლებლობას, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საქართველოში შესთავაზოს სწრაფი, კომფორტული და კონკურენტული ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისი. შეთანხმებას ხელი ჟენევაში, 2026 წლის 02 ივნისს, მოეწერა.

„ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს განვითარების გზაზე,“ — განაცხადა გიორგი აგლაძემ, Kursi.ge-ს თანადამფუძნებელმა. „ჩვენთვის ეს მხოლოდ დაფინანსების შეთანხმება არ არის - ეს არის გამოცდილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ნდობის ძლიერი გამოხატულება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული ფინანსური პლატფორმები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ინსტიტუციური პარტნიორების მოზიდვა შეუძლიათ.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Kursi.ge-სთან და მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა Symbiotics-ის კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა ალექსანდრ ფანდომ.„ეს გარიგება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას - მხარი დავუჭიროთ ინოვაციურ კომპანიებს, რომლებიც ამცირებენ ფინანსური ტრანზაქციების ღირებულებას და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით აფართოებენ უცხოური ვალუტის გაცვლის სერვისებზე წვდომას. უკვე 150 000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურებით, Kursi.ge ამ სერვისებს საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომსა და ეკონომიურს ხდის.

აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს ტრანსფორმაციის პროცესში - სწრაფად მზარდი ადგილობრივი ფინტექ პლატფორმიდან საერთაშორისო აღიარების მქონე ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად. ამასთან, იგი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციას, როგორც სანდო ციფრული ალტერნატივის ვალუტის კონვერტაციის ბაზარზე.

Kursi.ge-ს შესახებ

Kursi.ge არის ქართული ვალუტის კონვერტაციის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, თანხა ონლაინ, კონკურენტული კურსით გადაცვალონ. კომპანია ორიენტირებულია ტრადიციული ვალუტის გადამცვლელი არხების სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ალტერნატივის შექმნაზე.

Symbiotics-ის შესახებ

Symbiotics არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი შვეიცარული პლატფორმა, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს. ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო, აქტივების მართვისა და შესაძლებლობების განვითარების სერვისებს.

2005 წლიდან დღემდე Symbiotics-მა განახორციელა 9 300-ზე მეტი ინვესტიცია, რომელთა საერთო მოცულობა 11.8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ინვესტიციები განხორციელებულია 99 ქვეყანაში მოქმედ 664 კომპანიაში. კომპანია მართავს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პორტფელს, რომელიც 19 ფონდსა და მანდატზეა გადანაწილებული.

ამასთან, Symbiotics-ის პორტფელში შემავალმა კომპანიებმა ისარგებლეს 170-ზე მეტი ტექნიკური დახმარების პროექტით, რომელთა ჯამური ღირებულება 19 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

01.10.2026.10:06

თიბისიმ, მცირე და საშუალო ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.

პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.

თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.

განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს:

https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა