მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

news image
mbc image

მომხმარებლებისთვის სწრაფი და შეუფერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, თიბისიმ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან - Standard Chartered Bank, საკორესპონდენტო თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს საერთაშორისო გადახდების პროცესს.

Standard Chartered Bank ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტია, რომელსაც ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო გადახდებისა და საკორესპონდენტო ბანკინგის სფეროში. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოელ პარტნიორებთან, ასრულებენ იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს და ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში.
კლიენტებისთვის ეს ნიშნავს:

• საერთაშორისო გადარიცხვების უფრო ფართო გეოგრაფიულ დაფარვას;
• გადახდების უფრო ეფექტიან დამუშავებას - საერთაშორისო ტრანზაქციების პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებას;
• საიმედო საერთაშორისო საბანკო ინფრასტრუქტურაზე წვდომას საერთაშორისო ოპერაციების შეუფერხებლად განხორციელებისთვის;
• საერთაშორისო ბიზნესისა და სავაჭრო ოპერაციების გაძლიერებულ მხარდაჭერას, რაც კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების ეფექტიანად მართვაში დაეხმარება.

„თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და ქმნის სერვისებს, რომლებიც მათს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს. თანამედროვე და მოქნილი საბანკო ინფრასტრუქტურა ბიზნესებისთვის ფინანსური ოპერაციების უწყვეტად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო პარტნიორობის გაფორმება. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ განხორციელებას, ბიზნესაქტივობის გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დაწყება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის საერთაშორისო შესაძლებლობებისა და საკორესპონდენტო ქსელის შემდგომი განვითარებისთვის”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია AMMA Design-ის გამოცდილება, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

14.10.2026.12:00

AMMA Design მრავალპროფილური არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მუშაობს. მისი პორტფოლიო სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციური დანიშნულების 100-ზე მეტ წარმატებით განხორციელებულ პროექტს მოიცავს.

კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს, მის საქმიანობას კი დამფუძნებლისა და გუნდის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება უდევს საფუძვლად. ნოდარ ჭალაგანიძე, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, 2010-2017 წლებში თბილისის მერიაში მუშაობდა - თავდაპირველად ქალაქგეგმარებითი განყოფილების სპეციალისტად, მოგვიანებით კი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

2019 წლიდან დამკვეთებს კომპლექსურ საპროექტო მომსახურებას ვთავაზობთ - საწყისი კონსულტაციიდან დეტალური პროექტისა და შეთანხმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებამდე. სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების ობიექტებზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ფუნქციურ დაგეგმარებასა და ტექნიკურ მოთხოვნებს ვუთმობთ.

ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყო საჩხერის სტადიონის რეკონსტრუქცია-განახლების პროექტშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვების შემდეგ პროექტი „თბილქალაქპროექტთან“ თანამშრომლობით, UEFA-ს მეორე კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. მუშაობაში ჩართული იყვნენ UEFA-ს ექსპერტები როტერდამიდან. სტადიონის არქიტექტურული გადაწყვეტა და ფუნქციური ზონების განაწილება ფეხბურთისა და რაგბის საჭიროებებს ითვალისწინებს.

ურბანული დაგეგმარებისას ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს ქალაქის კონტექსტში ვაფასებთ - არსებულ განაშენიანებასთან, სატრანსპორტო ქსელსა და ინფრასტრუქტურასთან კავშირის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით წავკისში 300 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დავამუშავეთ.

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერიერისა და კომერციული სივრცეების პროექტირებაც. ამ მიმართულებით შესრულებულ ცნობილ პროექტებს შორისაა DUO, LULU, ასევე ღვინის ქარხანაში მდებარე Mint და Wine Factory Food Market. ასეთ სივრცეებში ბიზნესის სპეციფიკას, ადგილის ხასიათსა და მომხმარებლის გამოცდილებას ვითვალისწინებთ. საცხოვრებელ პროექტებში პრიორიტეტულია კომფორტი და მოხერხებული განაწილება, სამრეწველო ობიექტებში კი - სამუშაო პროცესების გამართული ორგანიზება.

პროექტის მასშტაბის მიუხედავად, მუშაობას დამკვეთის მოთხოვნებისა და ადგილის თავისებურებების შესწავლით ვიწყებთ, რათა მისი ჩანაფიქრი ფუნქციურად გამართულ და განხორციელებისთვის მომზადებულ პროექტად ვაქციოთ.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ჩვენი გამოცდილებით, მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი სივრცეებისა და მიწის ნაკვეთების დაგეგმარებას უკავშირდება - დამკვეთებს მათი პოტენციალის სრულად გამოყენება და განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა სურთ. ხშირად ეს პროცესი ტერიტორიის მოწესრიგებითა და განაშენიანებისთვის საჭირო პირობების ჩამოყალიბებით იწყება.

ამ მიმართულებით ვმუშაობთ განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ან განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) ფარგლებში. მაგალითად, ციხისჯვარსა და საგურამოში დეტალური დაგეგმარების ამოცანა ტერიტორიების სააგარაკე და დასასვენებელი დანიშნულებით განვითარებისთვის მომზადება იყო. ასეთ პროექტებში მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთების განაწილების, სატრანსპორტო კავშირებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების ერთიანად დაგეგმვა.

დამკვეთის თავდაპირველი ხედვა ზოგჯერ დამატებით განხილვას საჭიროებს, განსაკუთრებით გამწვანებისა და რეკრეაციისთვის ტერიტორიის გამოყოფისას. ასეთ დროს დიალოგითა და დასაბუთებული საპროექტო გადაწყვეტებით ვაჩვენებთ, როგორ აისახება თითოეული გადაწყვეტილება ტერიტორიის გამოყენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ გზით ვათანხმებთ დამკვეთის ხედვას ტერიტორიის საჭიროებებთან.

ჩვენი მიზანია, ცალკეული ნაკვეთების დაგეგმარებით სრულფასოვანი გარემო შეიქმნას. ამ მიდგომას ასახავს ნახშირგორას პროექტიც, სადაც საცხოვრებელი სახლები, ბაღები, სარეკრეაციო სივრცეები და კომერციული ფართები საერთო კონცეფციაში ერთიანდება.

მოთხოვნა ხშირად თანამშრომლობის პროცესშიც ფართოვდება: ტერიტორიის დაგეგმარებას სრული არქიტექტურული მომსახურება მოჰყვება. შინდისში 100 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიისთვის დამუშავებული გრგ-ის შემდეგ თანამშრომლობა ინდივიდუალური სახლების პროექტირებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გაგრძელდა.

პროექტის შემდგომი ეტაპების ჩვენთვის მონდობა დამკვეთის ნდობასა და შესრულებული სამუშაოს შეფასებას გამოხატავს. ჩვენთვის ეს პროფესიონალიზმისა და საიმედოობის მაჩვენებელი და გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების პროექტებზე მუშაობის პრაქტიკაა. არქიტექტორების, დიზაინერებისა და ურბანისტების ერთობლივი მუშაობით სწრაფად ვერკვევით ამოცანის სპეციფიკაში და გადაწყვეტილებებს საწყისი ეტაპიდანვე ვათანხმებთ.

ამ პრაქტიკას საერთაშორისო გამოცდილებაც უკავშირდება - შვეიცარიაში ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ვიმუშავეთ და მიღებულ ცოდნას სხვა პროექტებშიც ვიყენებთ. გუნდის ურბანული ხედვა აისახა იტალიაში გამართული TerraViva-ს კონკურსისთვის, RE-GEN GORIZIA, შემუშავებულ პროექტში „Senza Confini“. მისი მთავარი ამოცანა შენობებს შორის სივრცითი კავშირების ჩამოყალიბება და მათი ერთიან ურბანულ გარემოში გაერთიანება იყო. პროექტი „Community’s Choice Award“-ის ნომინანტად დასახელდა.

ამ გამოცდილებით შემოქმედებით ხედვას ტექნიკურ სიზუსტეს ვუკავშირებთ, რათა იდეა ფუნქციურად გამართულ და განხორციელებად პროექტად იქცეს. დეტალური სამუშაო ნახაზები დამკვეთსა და მშენებელს კოორდინაციაში, გაურკვევლობების შემცირებასა და შეთანხმებული ვადების დაცვაში ეხმარება.

დამკვეთზე მორგებული მომსახურება მკაფიო კომუნიკაციასაც გულისხმობს. ვუხსნით გადაწყვეტილებების საფუძველს, საპროექტო და შეთანხმების ეტაპებს, შესაძლო გადაწყვეტებს და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციასაც უზრუნველვყოფთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები დამკვეთებისთვის, რომლებიც სრულ მომსახურებას დისტანციურად გვანდობენ. მათ შეუძლიათ ადგილზე ყოფნის გარეშე გაეცნონ პროექტის მიმდინარეობას და შეათანხმონ გადაწყვეტილებები. ამ ნდობას პასუხისმგებლობით, მკაფიო კომუნიკაციითა და ხარისხიანი შესრულებით ვპასუხობთ.

ჩვენთვის გამოცდილების გაზიარებას საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს: სტუდენტებს სტაჟირების ფარგლებში რეალურ პროექტებში ვრთავთ. გუნდთან მუშაობა მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით გაფართოებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით?

ჩვენი სამომავლო პრიორიტეტია არსებული მიმართულებების გაფართოება და საპროექტო მომსახურების კიდევ უფრო განვითარება. გუნდის გამოცდილება უფრო მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ურბანულ დაგეგმარებას აქვს. ტერიტორიის განვითარება ქალაქის საერთო ხედვას უნდა უკავშირდებოდეს და ადგილობრივ გარემოს, სატრანსპორტო პოლიტიკასა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს ითვალისწინებდეს. ჩვენი მიზანია, ახალი განაშენიანება არსებულ ურბანულ სისტემას გააზრებულად შეუერთდეს და მის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი.

განვითარების შესაძლებლობას ძველ, ამორტიზებულ შენობებსა და სივრცეებშიც ვხედავთ. მათი განახლებითა და ადაპტაციით შესაძლებელია არსებული პოტენციალის გამოყენება და ახალი დანიშნულების მინიჭება - ჩამოყალიბებული გარემოს თანამედროვე საჭიროებებზე მორგება და ურბანულ ცხოვრებაში დაბრუნება.

კომპანიის ზრდასთან ერთად ჩვენი მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება: მაღალი საპროექტო ხარისხი და ყურადღება თითოეული პროექტის მიმართ. გვინდა, ჩვენი გამოცდილებით მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს ისეთი პროექტებისა და ტერიტორიების განვითარებაში შევუწყოთ ხელი, რომლებიც დამკვეთის ამოცანებსა და ქალაქის საჭიროებებს პასუხობს და დროთა განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციურ და არქიტექტურულ ღირებულებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა