მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო გამოცდილება ფეხბურთელებისთვის - “კოკა-კოლა” მილანის ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკის მხარდამჭერია

news image
mbc image

8-14 სექტემბრს საქართველო „მილანის ახალგაზრდულ საფეხბურთო ბანაკს” (AC Milan Football Camp Georgia) პირველად უმასპინძლებს. პროექტის თანაორგანიზატორი იტალიის საელჩოა და ღონისძიება იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი ბანაკის პარტნიორია. ახალგაზრდულ კემპს მილანის საფეხბურთო ბანაკის დამფუძნებლები გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზ მუსერიძე, ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონო და თბილისის მერი და იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გახსნიან. 

“კოკა-კოლა” ამ პროექტის მხარდჭერით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში ეხმარება და მათთვის საერთაშორისო საფეხბურთო გამოცდილების შეძენას უწყობს ხელს.  როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს მასშტაბით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისია - ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და ფეხბურთის განვითარებაა. “კოკა-კოლა ბოთლრეს ჯორჯიას” მიზანია მომავალ თაობას შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც სპორტის საშუალებით შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.

ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკის პროგრამა 7 დღიანია. ის აერთიანებს ვარჯიშს, ფეხბურთელების განვითარებასა და საკემპო გამოცდილებას. ინტენსიური ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბ „მილანის” მეთოდოლოგიით წარიმართება. მასში ჩართულები იქნებიან იტალიური კლუბის პროფესიონალი მწვრთნელები და ადგილობრივი სპეციალისტები.

პროექტში 250-დან 300-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. ბანაკში ჩართვა თანაბრად შეუძლიათ 6-დან 14 წლის ჩათვლით, როგორც ბიჭ და ასევე გოგო სპორტსმენებს. კემპის მონაწილეებს ინტენსიური ვარჯიშის გარდა, ტაქტიკური და ტექნიკური ტრენინგები და პრაქტიკული ვორქშოფები ელოდებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს „მილანის საფეხბურთო ბანაკის“ ოფიციალური სერთიფიკატი გადაეცემა. ეს სერთიფიკატი კი მონაწილეების საერთაშორისო საფეხბურთო სტანდარტების გამოცდილებას დაადასტურებს.

“კოკა-კოლა” ამ პროექტში ჩართულობით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის ერთგულებას სპორტის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართ. რადგან ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც აერთიანებს ყველას, სძენს თავდაჯერებულობას და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს აყალიბებს. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მომავალშიც გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს, როგორც ფეხბურთის პოპულარიზაციას, ისე ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა