მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

SafCo-მ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება კიდევ 3 წლით მოიპოვა

news image
mbc image

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია SafCo-მ სპეციალისტთა აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება კიდევ 3 წლიანი ვადით მოიპოვა.

გადაწყვეტილება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებულმა აკრედიტაციის კომისიამ 2026 წლის 18 სექტემბერს მიიღო. SafCo-ს სტატუსი მიენიჭა სრული აკრედიტებული პროგრამის მიმართულებით.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება საქართველოში ორგანიზაციას შესაბამისი შეფასებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ენიჭება. SafCo იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებიც აღნიშნულ პროგრამას უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით ახორციელებენ.

SafCo აკრედიტებულ პროგრამას 2018 წლიდან ატარებს

SafCo შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 2 000-ზე მეტი მსმენელი გადამზადდა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოთხოვნად პროფესიას დაეუფლნენ.

პროგრამაზე მიღება წელიწადში ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სესიებზე ცხადდება. თითოეულ სესიაზე SafCo ორ პარალელურ ჯგუფს ქმნის, რაც მსმენელებს მათთვის მოსახერხებელი სასწავლო გრაფიკის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

კომპანიის განცხადებით, SafCo-ს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსები მუდმივად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ჯგუფები სრულად კომპლექტდება, ხოლო მსურველთა რაოდენობა ხშირად პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას აჭარბებს. მოთხოვნის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს კურსდამთავრებულთა რეკომენდაციებიც ასრულებს.

ქართული აკრედიტებული პროგრამა და IOSH-ის საერთაშორისო სერტიფიკატი ერთ კურსში

SafCo-ს პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ქართული აკრედიტებული პროგრამისა და საერთაშორისო სწავლების გაერთიანებაა.

SafCo არის ბრიტანული ორგანიზაცია IOSH-ის ერთადერთი ლიცენზირებული პროვაიდერი საქართველოში, რომელსაც IOSH-ის კურსის ქართულ ენაზე ჩატარების უფლება აქვს.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ფარგლებში მსმენელები გადიან IOSH Managing Safely „მართე უსაფრთხოდ“ პროგრამას და იღებენ უვადო საერთაშორისო სერტიფიკატს.

IOSH-ის სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში და მაღალი ცნობადობით სარგებლობს როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ შრომის ბაზარზე. შესაბამისად, SafCo-ს მსმენელები ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ ცოდნასთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ კვალიფიკაციასაც იძენენ.

პრაქტიკოსი ლექტორები და შედეგზე ორიენტირებული სწავლება

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ქართულ საკანონმდებლო ნაწილს SafCo-ში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან. ლექტორთა გუნდში არიან დავით თხელიძე, თორნიკე თოდრია და გიორგი ბიბინეიშვილი, რომელთაც BP-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რთული საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხების გასაგებად გადმოცემას, რეალური სამუშაო შემთხვევების განხილვასა და მსმენელთა გამოცდებისთვის ეფექტიანად მომზადებას.

პრაქტიკული სწავლება ხუთ განსხვავებულ სექტორში

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კურსი ორნახევარ თვეს გრძელდება. სწავლების ბოლო ორი კვირა პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა.

ხუთ სხვადასხვა სექტორულ ორგანიზაციაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ერთმანეთისგან განსხვავებულ სამუშაო გარემოს, რისკებსა და უსაფრთხოების მართვის მიდგომებს.

SafePRO - შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობა

აკრედიტებული კურსის განმავლობაში SafCo-ს მსმენელები უფასოდ სარგებლობენ შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფით - SafePRO.

პლატფორმის დახმარებით ისინი ეცნობიან შრომის უსაფრთხოების პროცესების ციფრულად მართვას, დოკუმენტაციის ორგანიზებასა და პროფესიული რისკების შეფასების პრაქტიკულ მექანიზმებს.

მსმენელები SafePRO-ს გამოყენებას სწავლის დასრულების შემდეგაც, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, უფასოდ აგრძელებენ. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერის საწყის ეტაპზე, როდესაც კურსდამთავრებულები მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას იწყებენ.

მრავალწლიანი გამოცდილება და კურსდამთავრებულთა ნდობა

SafCo-ს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის წარმატებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: მრავალწლიანი გამოცდილება, ქართული და საერთაშორისო პროგრამების ერთ კურსში გაერთიანება, პრაქტიკოსი ლექტორები, ხუთ განსხვავებულ სექტორში ორგანიზებული პრაქტიკა, SafePRO-ს გამოყენების შესაძლებლობა და კურსის დასრულების შემდეგ პროფესიული მხარდაჭერა.

კურსდამთავრებულთა რეკომენდაციები და ყოველ სასწავლო სესიაზე არსებული მაღალი მოთხოვნა კომპანიისთვის პროგრამის ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

2026 წელს მიღებული ახალი, 3-წლიანი აკრედიტაცია SafCo-ს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და პროგრამის განვითარება როგორც ქართული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა