„საგანძურის მარათონი“ Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
თიბისის მობაილბანკის გემიფიკაციის პროექტი - „საგანძურის მარათონი“ The Digital Banker-ის Global Retail Banking Innovations Awards 2026-ზე საქართველოში წლის საუკეთესო ციფრულ ინიციატივად დასახელდა.
„საგანძურის მარათონი“ ორთვიანი კამპანია იყო, რომელმაც მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო გუნდურ შეჯიბრებად აქცია და ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა.
კამპანიის შედეგები შთამბეჭდავი იყო:
The Digital Banker-მა პროექტი სწორედ იმის გამო გამოარჩია, რომ მან მობაილბანკით სარგებლობა ინტერაქციულ გამოცდილებად აქცია. თამაშის მთავარი ნაწილი რეალური საბანკო ქმედებები იყო და არა უბრალოდ მარკეტინგული აქტივობა. შედეგად, გაიხსნა 4,000 ახალი საინვესტიციო და 8,000 კრიპტო ანგარიში, გააქტიურდა განვადების 20,000 ახალი ლიმიტი, ხოლო დეპოზიტებზე მოზიდულმა თანხამ 1.55 მილიონი ლარი შეადგინა.
კამპანიამ ბიზნესის შედეგებზეც დადებითდ იმოქმედა: ყოველკვირეული ციფრული გაყიდვები 46%-ით გაიზარდა. ამასთან, მომხმარებელთა ყოველთვიური გადინების მაჩვენებელი, რომელიც მანამდეც რეკორდულად დაბალი - 4.31% იყო, დამატებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„საგანძურის მარათონის“ საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს თანამედროვე, საინტერესო და გამორჩეულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. პროექტმა აჩვენა, რომ თამაშის ელემენტებით შესაძლებელია არა მხოლოდ მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა, არამედ კონკრეტული, გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღწევაც.
სხვა სიახლეები
ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს | კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი
28.10.2026.14:49
ეს მართლაც შთამბეჭდავია. როგორც გავიგე, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ, კომპანიის რეგისტრაცია იმავე დღეს, სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს კომპანიის რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცესია, რაც კი მსოფლიოს მასშტაბით მინახავს, - ამის შესახებ კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფაუად ნასირმა განაცხადა.
როგორც ფაუად ნასირი ამბობს, საქართველო მისი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია იქნება.
„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვნახე, ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, საქართველო ნამდვილად იქნება ჩემი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია. ვნახე, რომ აქ ადამიანები ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობენ. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ. ინვესტიციების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით საქართველოს შესაძლებლობებს. სააგენტომ შესანიშნავად დაგვიგეგმა ვიზიტი, დაგვათვალიერებინა ქალაქი და მოგვცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, როგორ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ და მოუთმენლად ველით მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას“, - აღნიშნა EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე აკვირდება.