მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

news image
mbc image

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად  მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მხარდასაჭერად გადანაწილდება. წელს პროექტების მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობა იქნება.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებშიც ადამიანები სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეაქვთ წვლილი. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების  ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგაზაფხულო ბაზრობა თავისი შინაარსით გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ  საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში. სახალხო დაფინანსების მობილიზება, რა მიზანსაც ეს ღონისძიება ემსახურება, ქველმოქმედებისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ადამიანების გაერთიანების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მნიშვნელოვანია, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაში და თავიანთი თანამონაწილეობით გარკვეულ წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედო პროექტში“.

წელს „საგაზაფხულო ბაზრობა“ ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწყობა. 1999 წლიდან „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ „ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს“ მართავს. პროექტების შერჩევითა და  მონიტორინგით კი სპეციალური საქველმოქმედო კომიტეტია დაკავებული.

ნანა დვალი, „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი“:  „უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ყოველთვის ჩართული იყო საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გასული წლის „ზამთრის ბაზრობაზე“ დაახლოებით 200 000 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფინანსდება მიმდინარე სოციალური პროექტები.

 „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1996 წელს და მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა მხარდაჭერაზე,  ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების  გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“.

„საგაზაფხულო ბაზრობაზე“ მოსულ სტუმრებს საინტერესო შეთავაზება ელოდებათ ტურიზმის, კულინარიის, ქართული ღვინისა და ყველის კომპანიებისგან. ბაზრობის მცირეწლოვან სტუმრებს კი სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო  გასართობი კუთხე უმასპინძლებს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა