საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური.
„საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ.
პირველ რიგში, გადაგვიხადა [მადლობა]სხვათა შორის, პირველად რაც თავი მახსოვს, გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. ცოტა კითხვები იყო სხვათა შორის. ბიზნესს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.