მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Sairme Glamping-ი გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

Sairme Glampings Rooms & Cottages სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს და უკვე გაფართოებასაც გეგმავს. Business Insider Georgia კომპანიის  მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ 2 გლემფინგსა და სასტუმროს ტიპის 4 ნომერს. მომავალში ვაპირებთ გაფართოებას და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.

ბაზარზე შესვლის იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. სურვილი იყო ეკო-მეგობრული სასტუმროს შეთავაზება მომხმარებლებისათვის.

,,საირმეში სასტუმროს დაარსების იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა დამსვენებლისთვის შემეთავაზებინა სიახლე, კერძოდ ეკო-მეგობრული გლემფინგი, რომელიც კურორტისთვისაც სიახლე იქნებოდა და იმერეთის რეგიონისთვისაც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.

დამსვენებლების მიღება უკვე მოხდა და ტურისტული ობიექტი სამომავლოდ სხვადასხვა სერვისების დამატებასაც განიხილავს.

„სიახლეები გვექნება. გვინდა კოტეჯები დავამატოთ. გარდა ამისა, ზაფხულისთვის გვსურს, როგორც საუზმის, აუზის, ასევე გარე საუნის, კინოთეატრისა და სხვადასხვა აქტივობების დამატება. ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და ვიმედოვნებ პირნათლად შევასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებას“, - აცხადებს ვილი თუთაშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა