„საირმემ“ გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია - ივა ჭყონია
შპს ,,საირმე მინერალ ვოთერს“-მა GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ Business Insider Georgia- ს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც აქვთ დასაქმებულებს, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებით, შესრულდება.
„წარდგენილი წინადადება და შეთანხმების პირობები სრულიად მისაღებია გაფიცული თანამშრომლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ კომპანიამ მაქსიმალური დატვირთვით გაეგრძელებინა მუშაობა. რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ, რაც უშუალოდ ჩავერთეთ პროცესში, შევაჯერეთ პოზიციები დამსაქმებელთან და როცა დავრწმუნდი, რომ ეს პოზიციები გაფიცულებისთვისაც მისაღები იქნებოდა, წარვუდგინე. საბოლოოდ კომპანია გაფიცულების თითქმის ყველა პირობას დათანხმდა", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
მისი ინფორმაციით, „საირმის" გაფიცული თანამშრომლები სამუშაო პროცესს 22 მარტიდან შეუერთდებიან.
„აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება მიღწეულია, როცა შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება და ხელმოწერით დადასტურდება, გაფიცვა შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მონაწილეობით 9 მარტს შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა მოულოდნელად უარი განაცხადეს.
მაშინ მხარეები გაფიცული თანამშრომლების მიერ მიწოდებული 31 პუნქტიანი მოთხოვნების 85 პროცენტის დაკმაყოფილებაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.