საქართველო ფორმაშია — საქართველოს ბანკის შეთავაზებები ისტორიულ მატჩზე საგულშემატკივროდ
„საქართველო ფორმაშია“ — ალბათ თბილისის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით ამ წარწერას. ეს საქართველოს ბანკის საფეხბურთო კამპანიის სლოგანია, რომლითაც ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი და ქომაგი, ისტორიული მატჩების საგულშემატკივროდ მოგვიწოდებს.
დღეს, 21 მარტს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გვაძლევს შანსს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკმა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.
მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამ ქალაქში
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია. თუმცა, მათთვის, ვინც ბილეთის შეძენა რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ფეხბურთის ქომაგებთან ერთად ამაღლებული საფეხბურთო განწყობის შესაქმნელად, შესაძლებლობა ექნება, უყუროს პირდაპირ ტრანსლაციას როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.
მატჩის ყურება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში — თეთრ ხიდთან, ბათუმში კი — ევროპის მოედანზე იქნება შესაძლებელი.
ქეშბექები
ამასთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თამაშის ჩვენების დროს, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, ფუდკორტებზე და სასმელებზე 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.
მატჩის მიმდინარეობისას ქეშბექით სარგებლობა იქნება შესაძლებელი Wolt-ზეც, სადაც 200-მდე ობიექტიდან, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე გამოძახებისას, თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ (მაქსიმუმ 50 ლარი).
ეს ყველაფერი არ არის. გულშემატკივრების საყვარელ პლატფორმაზე, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფანშოპზე, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, 26 მარტამდე იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი.
ამასთან, Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, ფანშოპის პროდუქცია ყოველთვის ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი. ბარათზე ასევე მოქმედებს სხვა ექსკლუზიური შეთავაზებებიც.
საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთა სასურველი დიზაინით საქართველოს ბანკის ციფრული არხებით არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.