მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო, კენია და არაბთა გაერთიანებული საამიროები - რა პროექტებს ახორციელებს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ი

news image
mbc image

NEXT - საერთაშორისო დეველოპერია, რომელიც ექვსწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური ხედვით ქმნის ტრანსფორმაციულ პროექტებს. NEXT-ის მისიაა თანამედროვე არქიტექტურისა და ფუნქციური დიზაინის შერწყმით ახალი სტანდარტები დაამკვიდროს უძრავი ქონების სფეროში.

როგორც Business Insider Georgia-ს საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია NEXT-ში განუცხადეს, კომპანიის პროექტები გამოირჩევა პრემიალური, ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, ბრენდული მატერიალებითა და ინოვაციური, შთამბეჭდავი არქიტექტურით.

სამ კონტინენტზე 14 პროექტითა და 450,000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და კომერციული ფართით, NEXT-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც გლობალური ინოვატორი. მრავალფეროვანი პორტფოლიო, რომელიც ინვესტორებს 65 ქვეყნიდან იზიდავს, მოიცავს ბიზნეს პროექტებსა და ბრენდულ რეზიდენციებს წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან პარტნიორობით.

NEXT GARDENS

პირველი ბრენდული რეზიდენცია NEXT-ისგან. ეს ინოვაციური პროექტი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის გამოცდილებას.

ის მდებარეობს კვარიათში. NEXT Gardens-ი ახლებურად გადმოსცემს ზღვისპირა ცხოვრებას დახვეწილი დიზაინით და ინოვაციური გადაწყვეტილებებით. პირველ სანაპირო ზოლზე მდებარე კომპლექსი გამშვნებულია ზეთისხილის ბაღითა და მისი თითოეული აპარტამენტი გთავაზობთ გასაოცარ ხედებს მთებსა და ზღვაზე. პროექტი დასვენებისა და კომფორტისთვის არის შექმნილი.

NEXT Collection

საინვესტიციო-საცხოვრებელი რეზორტი ბოტანიკური ბაღის მახლობლად. NEXT Collection 5 ვარსკვლავიანი რეზორტია, რომელიც სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს.
არქიტექტურული ფორმები, ბრენდული მასალები და შერჩეული ფერთა პალიტრა ქმნის იდეალურ ბალანსს. NEXT Collection გთავაზობთ ინვესტიციის უნიკალურ შესაძლებლობას მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსში.

NEXT DOWNTOWN

პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შთაგონებულია ბათუმის ისტორიით და ახლებურად გადმოსცემს ქალაქის ძველ სილამაზეს.

NEXT Downtown აერთიანებს საუკუნოვან მემკვიდრეობასა და საუცხოო დიზაინს, თითოეული დეტალი კი გათვლილია იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ძველი ბათუმის ხიბლი. ეს საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიძიროთ წარსულის ატმოსფეროში, და ამავე დროს ისიამოვნოთ თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა უპირატესობით.

NEXT Address

უნიკალურ "all in one" კონცეფციაზე აგებული მრავალფუნქციური კომპლექსი.

NEXT Address მდებარეობს ბათუმში, ქალაქის ბიზნეს ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან მხოლოდ 700 მეტრში.
NEXT Address-
ი არის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმში, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ „ყველაფერი ერთ სივრცეში“ კონცეფციას ცხოვრების, ბიზნესისა და დასვენებისთვის.

TBILISI DOWNTOWN

NEXT-ის პირველი ბრენდული რეზიდენცია თბილისში, რომელიც ასახავს ძველი თბილისის არქიტექტურულ-კულტურულ უნიკალურობასა და ავთენტურ ხასიათს.

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, რომელიც მულტიკულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ატმოსფეროს მატარებელია. უძველესი უბნის ქუჩებში, ქაოსისა და ურბანული ხმაურისგან შორს, ერთდროულად იგრძნობა თბილისური ტრადიციების სიმდიდრე და დროის სვლით მოტანილი სიახლეები.

NEXT AMANI

მდიდრული ცხოვრებისა და ეგზოტიკის სრულყოფილი ბალანსი კენიაში. ის მდებარეობს ტატუ სითის ბიზნეს უბანში — TATU CENTRAL-ში. ტერიტორია აერთიანებს მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც შედგება ტყეების, პარკებისა და ყავის პლანტაციებისგან. ტატუში გამგზავრება შეგიძლიათ რამდენიმე ძირითადი ავტომაგისტრალის მეშვეობით, იგი ახლოსაა ქალაქ ნაირობთან, აეროპორტთან და კასარანის სტადიონთან.

ტატუ სითი მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოსა და ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

Villa by next

Villa by next დუბაიში - შექმნილია ჰარმონიული ცხოვრებისთვის, ბუნებასა და დიზაინს შორის ბალანსით. აღნიშნულ პროექტში ვილა არ არის მხოლოდ სახლი – ეს არის თქვენი ოცნებებისა და მიზნების გამოხატულება. ძველი სიბრძნისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული გაერთიანება, სადაც ენერგია უწყვეტად მიედინება და თითოეულ სივრცეს თავისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია.

NEXT Coral

პრემიუმ აპარტამენტების კომპლექსი დუბაის კუნძულების პირველ სანაპირო ზოლში.  
NEXT CORAL კომფორტის, მდიდრული სერვისის, ეკო-მეგობრულობისა და ინოვაციურობის ერთობლიობა ვიზუალზე აქცენტით.

RADISSON BLU RESIDENCES

პრემიალური საინვესტიციო რეზიდენცია გონიოში - ზღვის ლურჯი და მწვანე მთების პანორამული ხედებით.
Radisson Blu Residences ექსკლუზიური საინვესტიციო შესაძლებლობაა. Radisson Blu-ს სახელის ქვეშ არსებული რეზიდენციები, მდიდრულ საცხოვრებელთან ერთად მაღალი შემოსავლების პოტენციალსაც გვთავაზობს.

WYNDHAM RESIDENCES

Wyndham-ის ბრენდული რეზიდნეცია გონიოში. Wyndham Residences გარშემორტყმული თვალწარმტაცი აჭარის მთებით და მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა სანაპირო ზოლში..
Wyndham Branded Residences
ასახავს Wyndham International-ის საერთაშორისო სტანდარტებს, აერთიანებს ხარისხს თანამედროვე დიზაინთან. საინვესტიციო პროექტი გვპირდება კომფორტს და პრაქტიკულობას, რაც მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ინვესტიციიდან მაღალ შემოსავლებს პრესტიჟულ გარემოში.

VILLA PARK

კეთილმოწყობილი კომპლექსი Villa Park უზრუნველყოფს მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ ცხოვრებას ბუნებასთან ახლოს

ვილების თანამედროვე დიზაინი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავდა.

NEXT APARTMENTS

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტის შესაბამისად, Next Apartments-ის ინტერიერის დიზაინი დახვეწილი გემოვნებითაა შერჩეული. გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით.

NEXT WHITE

ელეგანტური ინტერიერის მქონე აპარტამენტები ზღვასთან ახლოს. მისი ინტერიერის დახვეწილი დიზაინი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს თავისი თანამედროვე სტილითა და კეთილმოწყობის ხარისხით.

NEXT GREEN

მაღალფუნქციური აპარტ-ოტელი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ყველაზე მშვიდ და მწვანე სანაპიროზე.5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტის შესაბამისად, Next Green-ის ინტერიერის დიზაინი დახვეწილი გემოვნებითაა შერჩეული. გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაღალი ხარისხის ავეჯითა დატექნიკით.

NEXT-ის პორტფოლიოში მრავლადაა 5-ვარსკვლავიანი ბრენდული რეზიდენციები, აპარტ-სასტუმროები, ვილები და ბიზნეს აპარტამენტები. აღნიშნულ პროექტებს კიკომპანია Radisson BLU, Wyndham, Damac და Tatu City-სთან პარტნიორობით აშენებს

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა