საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე, ყველაზე მოთხოვნადი Toyota, KIA და Lexus-ია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველომ 48 603 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.
2023 წლის მეორე კვარტალი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ავტომობილების რეექსპორტისთვის, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 23,1%-ით გაიზარდა და 27 384 ავტომობილი შეადგინა.
რეექსპორტირებული მანქანების მთლიანი რაოდენობის 98%-ზე მეტი ავტომობილია. ნახევარი წლის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 47 732 მანქანა გაგზავნა.
გარდა მსუბუქი ავტომობილებისა, ექსპორტზე გავიდა 3 სპორტული ავტომობილი, 155 სპეციალიზებული მანქანა, 198 სატვირთო მანქანა, 66 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 63 ავტობუსი და მიკროავტობუსი, 171 მისაბმელი და 215 მოტოციკლი.
საქართველოდან იმპორტზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებიდან განსაკუთრებით პოპულარულია Toyota, KIA და Lexus.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.