მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოდან, მიმდინარე წელს, 53.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

news image
mbc image

2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული მიმდინარე წლის თხილის მოსავლის ღირებულება 19.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში - ესპანეთში (9.7 მლნ აშშ დოლარი), იტალიაში (5.4 მლნ აშშ დოლარი), გერმანიაში (3.8 მლნ აშშ დოლარი), საფრანგეთში (3.2 მლნ აშშ დოლარი), პოლონეთში (2.7  მლნ აშშ დოლარი).

მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე. გადამუშავებული თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხის ზრდაზე, არამედ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც გულისხმობს სამუშაო ძალის დასაქმების შესაძლებლობას და შემოსავლებს, რომელიც პირველადი პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიიღება.

აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების და ექსპორტის ზრდა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირდაპირი შედეგია.

ორი წელია ხორციელდება თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა. მეთხილე ფერმერები, რომლებსაც  საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  აქვთ  ბაღი,   არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას იღებენ.  პროგრამით, მიმდინარე წელს,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 95 ათასამდე ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 21,5  მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღო. თხილის კადასტრში დღეისათვის რეგისტრირებულია 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი. ბაღებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მიმდინარე წელს თერმული ნისლით დამუშავებულია 213 750 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა 107 601 ჰა ფართობი, განთავსდა 7019 ერთეული ფერომონიანი დამჭერი  და 153 584 ერთეული „მოიზიდე და გაანადგურე“ ფერომონი.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა