საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი კომპანიების TOP ხუთეული შეიცვალა, ვინ ჩაანაცვლა „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „რუსელოისი“
საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი კომპანიების TOP ხუთეული შეიცვალა. Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთში, შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს:
(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
2023 წლის პირველ კვარტალში, კომპანიების TOP ხუთეული, რომელთაც რუსეთში ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს ასე გამოიყურებოდა:
(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ორი კვარტლის მონაცემების შედარებისას გამოიკვეთა, რომ მეორე კვარტალში რუსეთში ექპორტიორი TOP ხუთეულს გამოეთიშა შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, შპს რუსელოისი და შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი. ამ კომპანიების ნაცვლად TOP ხუთეულშია - სს ბადაგონი, შპს ასკანელი ძმები და შპს ლოადსი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.