მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველომ მოიპოვა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება და სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება თბილისში

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, საქპატენტი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით მუშაობს. ამ მიმართულებით გაფორმდა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა და კვლავ გრძელდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პირდაპირი წესით რეგისტრაცია.

საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სტაჟიორების ნაწილი უკვე აყვანილია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე მიმდინარეობს კონკურსი.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში. ამ მიმართულებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე.

ასევე, ტენდერის გზით შეირჩა აუდიტორული კომპანია, რომელიც საქართველოში მოქმედი კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის საკითხებს შეისწავლის.

ასევე, საქართველომ მოიპოვა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება და სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება თბილისში.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა