მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ,მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის  (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს  $ 3,049,973 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 2 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილს უნდა შეადგენდეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან. პროექტის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელსშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

  • თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.

შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს $5,601,140 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში, საორიენტაციოდ 47,760 ადგილი უნდა იყოს.

მეტი დეტალისთვის იხილეთ : https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569808&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570180&lang=ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა