მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული Wizz Air-ია

news image
mbc image

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია. ​

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში რეგულარული და ჩარტერული რეისებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 191 307 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 18%-ი მოდის.

იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 13%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით, 129819 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც იანვრ-მარტის მაჩვენებლებით ბაზრის 9%-ის მფლობელია. Pegasus Airlines-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 93679 მგზავრს მოემსახურა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი, რომლის საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 6%-ის მფლობელია და ლიდერთა რეიტინგშიც მეთხე პოზიციას იკავებს. მეხუთე პოზიციაზე კი პროცენტული კუთხით ორი ავიაკომპანიაა: ბელარუსული ავიაკომპანია Belavia (5%) და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai (5%).

პირველი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ბაზრის 4%-ის მფლობელია ისრაელის ავიაკომპანია EL AL და არაბული ავიაკომპანია Air Arabia.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვითვე ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი, არაბული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi.

საქართველოს ავიაბაზარზე 2-2%-იანი წილით არიან წარმოდგენილნი Aircompany Armenia, LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი, Fly Arystan-ი.

2023 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკით, ეროვნული ავიაკომპანიების წილი 1%-ია. 

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს, თუ თვეს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა