მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანია ბრუნვის მოცულობის მიხედვით

news image
mbc image

2023 წლის  I კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 3 სამგზავრო და 2 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტის ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: შპს აირზენა, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს საქართველოს ავიახაზები,  შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი. (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:

შპს აირზენა: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ გაიაშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილი.

შპს ჯორჯიან ეარვეისი: კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია.  კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.

აღსანიშნავია, რომ შპს ჯორჯიან ეარ სერვისის 90%-იანი წილის მფლობელი ეთერი გაიაშვილია, ხოლო 10%-ს სოფიო გვენცაძე ფლობს. კომპანიის დირექტორია დირექტორი – ლევან ფირცხალავა.

შპს საქართველოს ავიახაზები: კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.

შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ: კომპანიის 100%-ს შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ, ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძეა. რაც შეეხება შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ-ს, აღნიშნული კომპანიის 51%-ს რატი ბაკურაძე ფლობს, ხოლო 49%-ს ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუ.

შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო პრეზიდენტი თორნიკე ქორთოშიძე, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ედისონ ფიფია, ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ხოჯელანი (საფრენოსნო დარგში)

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა