საქართველოს ბანკი ბიზნესებს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ახალ პროდუქტს - ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს.
ბიზნეს ნაკრები საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ოპერაციები მოქნილად აწარმოონ და ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების სპეციალურ შეთავაზებებზე.
ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი სხვადასხვა, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისით ისარგებლებს და ინდივიდუალური საკომისიოების ნაცვლად, ფიქსირებულ ტარიფს გადაიხდის.
ბიზნესების ზომისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ბანკმა ოთხი - სასტარტო, S, M და L ნაკრები შექმნა.
სასტარტო ნაკრები იმ დამწყები ბიზნესებისთვისაა და გააქტიურებიდა ექვსი თვის განმავლობაში უფასოა. ამასთან, ამ ნაკრების მომხმარებლები სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ტერმინალით. მათ ასევე წვდომა ექნებათ სპეციალურად, სტარტაპების განვითარებისთვის შექმნილ ოცამდე ბიზნეს შეთავაზებაზე. S ნაკრებში კი საბაზისო საბანკო სერვისებია გაერთიანებული.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ პროდუქტი და შეარჩიონ M ან L ვერსია ციფრული არხებიდან. ამ შემთხვევაში, მათ ახალ პაკეტთან ერთად შეუნარჩუნდებათ სასტარტო ნაკრების უპირატესობები მისი გააქტიურებიდან 6 თვის განმავლობაში.
M ნაკრებში რამდენიმე უპირატესობა ერთიანდება:
ხოლო L ნაკრების მფლობელები ისარგებლებენ:
„საქართველოს ბანკი ყურადღებით აკვირდება ბიზნეს ლანდშაფტს და იკვლევს სხვადასხვა სეგმენტის ბიზნესის საჭიროებებს. შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვაუმჯობესებთ პროდუქტებსა და სერვისებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამის მაგალითია ბიზნეს ნაკრებიც, რომელიც კომპანიებს ოპერაციების ეფექტურად წარმოების საშუალებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, ვაკავშირებთ მათ მილიონობით მომხმარებელთან და ვაწვდით ახალ ინსტრუმენტებს გასაძლიერებლად“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ბიზნეს ნაკრების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს ან ბიზნეს მობილბანკს და მიიღეთ საჭირო სერვისები მარტივად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.